საქართველოს პრეზიდენტი
ნიუ-იორკში `მილენიუმის` პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა. მიხეილ
სააკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისათვის, რომელსაც
`მილენიუმი` ქვეყანას უწევს.
375 მილიონი დოლარი, რომლითაც `ათასწლეულის განვითარების პროგრამა`
საქართველოს ეხმარება, გათვალისწინებულია ქვეყანაში ინფრასტურქტურის
განვითარებისთვის.
`ბატონო პრეზიდენტო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს
ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის. იმისათვის, რომ თითქმის ყველა პროექტს
დროულად ახორციელებთ. ძალიან კმაყოფილები ვართ იმ წარმატებით, რომელსაც
ბოლო წლებში მიაღწიეთ. ეს იყო ჩვენ მიერ შეთავაზებული პროექტები, რომლებიც
თავად ქართველებმა უნდა დანერგოთ. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ თქვენთან
გვიხდება პარტნიორობა. მჯერა, რომ ეს ორივე მხარისათვის მომგებიანი
იქნება,` - განაცხადა `მილენიუმ კორპორეიშენის` პრეზიდენტმა დენიელ
იოჰანესმა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|