მთავარი » 2010 » სექტემბერი » 30 » საქართველოს 30 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა
3:22 PM
საქართველოს 30 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა



საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვევა.
რასმუსენს თბილისის აეროპორტში 22.30 საათისთვის ელოდებიან. შეხვედრები კი ხვალ გაიმართება.

ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის ინფორმაციით, გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ასევე, პრემიერ ნიკა გილაურს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს.

გენერალური მდივანი 1-ელ ოქტომბერს თბილისში ნატო-სთან სამეკავშირეო ოფისს გახსნის. იმავე დღეს, 15:00 სააათზე დაგეგმილია რასმუსენისა და სააკაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციის შემდეგ რასმუსენი საქართველოს დატოვებს.


































კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1156 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar