მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » საქართველო ლისაბონის სამიტზე მიიწვიეს
9:00 PM
საქართველო ლისაბონის სამიტზე მიიწვიეს



საქართველომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან ლისაბონის სამიტზე მონაწილეობის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მანჯგალაძემ დღესვე ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. მისი თქმით, ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი ლისაბონის სამიტის წინ ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის განცხადებები, რომლებიც ნატოს გენერალური მდივნიმა თბილისში გააკეთა. ნატოს ლისაბონის სამიტი ნოემბერში გაიმართება. ამ სამიტზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი თავის ახალ სტრატეგიას დაამტკიცებს.



კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1078 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: საქართველო ლისაბონის სამიტზე მიიწვი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar