მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, ირგვლივ დაწყებული სკანდალი
კრიმინალურ საქმეს ემსგავსება. მოსკოვში, პოლიტიკური განცხადებების გარდა,
უკვე გამოძიების დაწყების მოწოდებებიც ისმის.
ოპოზიცია, პირველ რიგში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და უკრაინაში
ლუჟკოვის კუთვნილი ქონების პრივატიზების კანონიერების გამოძიებას მოითხოვს.
ყოფილი მერის დანაშაულებრივ საქმიანობაზე თავდაპირველად ოპოზიცია
ალაპარაკდა. დღეს პოლიტიკოსებს არასამთავრობოებიც შეუერთდნენ, რომლებმაც
ლუჟკოვის თემას საგანგებო განხილვა მუძღვნეს. ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში.. |