9:04 PM ოპოზიცია ლუჟკოვის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს | |
მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, ირგვლივ დაწყებული სკანდალი კრიმინალურ საქმეს ემსგავსება. მოსკოვში, პოლიტიკური განცხადებების გარდა, უკვე გამოძიების დაწყების მოწოდებებიც ისმის. ოპოზიცია, პირველ რიგში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და უკრაინაში ლუჟკოვის კუთვნილი ქონების პრივატიზების კანონიერების გამოძიებას მოითხოვს. ყოფილი მერის დანაშაულებრივ საქმიანობაზე თავდაპირველად ოპოზიცია ალაპარაკდა. დღეს პოლიტიკოსებს არასამთავრობოებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ლუჟკოვის თემას საგანგებო განხილვა მუძღვნეს. `თუ ჩვენ ვლაპარაკობთ უკრაინაზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, იქ ლუჟკოვს კერძო ბიზნესი აქვს. აუცილებელი იქნება, რომ ეს ბიზნესი სხვებს გადასცეს. ამაში ტრაგიკული არაფერია. ჩვენ უკვე ვისწავლეთ ბიზნესების სხვებზე გადაცემა. ეს მოდელი ჩვენთან უკვე დამუშავებულია, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება, საეჭვოა, რადგან იმ ფიგურას, ვინც მის ბიზნესს გააკონტროლებს, ლუჟკოვის წონა არ ექნება,` - განაცხადა ექსპერტმა, კირილ კაბანოვმა. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იური ლუჟკოვი მისი გათავისუფლების ბრძანებას სასამართლოში გაასაჩივრებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |