მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » შემდეგი » ტიგიპკო ქართულ ძეგლებს ეცნობა
9:30 PM
შემდეგი » ტიგიპკო ქართულ ძეგლებს ეცნობა




უკრაინის ვიცე-პრემიერის საქართველოში ვიზიტის არაოფიცილური ნაწილი დაიწყო. სერგეი ტიგიპკო დილიდან ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს ეცნობა. უკრაინის ვიცე-პრემიერი მცხეთაში იმყოფება. მან უკვე დაათვალიერა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და ჯვრის ეკლესია.

სერგეი ტიგიპკო დღის მეორე ნახევარში უკვე ბათუმს ეწვევა. უკრაინელი სტუმარი საქართველოს უკვე ორი დღეა სტუმრობს. მან უკვე გამართა სხვადასხვა ოფიციალური შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან. საუბრის თემა საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები იყო.

`ჩვენ ვმუშაობთ თავისუფალ სავაჭრო ზონაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა მოვიგოთ და შესაძლოა წავაგოთ კიდეც. ჩვენთვის ასევე ძალიან აქტუალურია უვიზო მიმოსვლა. ამაზე ვმუშაობთ. ბევრ საკითხში ჩვენ შეგვიძლია კოორდინირებულად მუშაობა,` - განაცხადა სერგეი ტიგიპკომ.


































კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1184 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: შემდეგი » ტიგიპკო ქართულ ძეგლებს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar