მთავარი » 2010 » სექტემბერი » 29 » ალასანიას პარტია პატიმრების უფლებების გაფართოებას ითხოვს
9:02 PM
ალასანიას პარტია პატიმრების უფლებების გაფართოებას ითხოვს




`ჩვენი  საქართველო - თავისუფალი დემოკრატები` აცხადებენ, რომ პატიმრობის კოდექსი არაერთ ხარვეზს შეიცავს და ევროსასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და ის შესაბამისად, ამ ფორმით ძალაში არ უნდა შევიდეს.

პარტიის წარმომადგენელთა განმარტებით, ამ კოდექსის მუხლები, რომლებიც შეეხება პატიმართა პირველად და შემდგომ სამედიცინო შემოწმებას, მათ სამედიცინო დახმარებას, საცხოვრებელ ფართობსა და საკნებში განცალკევებას, არ შეესაბამება ევროპული სასამართლოს მითითებებსა და პრინციპებს. ძველი კანონის მსგავსად, არც ახალი კოდექსი აქცევს საკმარის ყურადღებას უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს.

მისივე თქმით, ახალ კოდექსში გათვალისწინებული არ არის პატიმართა უმაღლესი განათლების, პაემნისა და გარესამოყაროსთან ურთიერთობის უფლებაც. 

ოპოზიციური პარტია აპირებს საკუთარ შენიშვნებს საკანონმდებლო ინიციატივის ფორმას მისცეს და პარლამენტს გადაუგზავნოს.



კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1175 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ალასანიას პარტია პატიმრების უფლებებ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar