მთავარი » 2010 » სექტემბერი » 29 » აფხაზები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას ტოვებენ
3:32 PM
აფხაზები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას ტოვებენ



აფხაზეთიდან გადმოსულ ოჯახებს თბილისში საცხოვრებელი ფართობი გადასცეს. რამდენიმე დღეა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას აფხაზები ტოვებენ. საქართველოს ხელსუფლებას თავშესაფარი 10-მდე აფხაზმა ოჯახმა სთხოვა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ გაუსაძლის პიორობებს და ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებენ.

აფხაზები დღეს ლილოს დასახლებაში მდებარე სამსართულიან შენობაში შეასახლეს. პროცესს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმდჯომარე დაესწრო. გიორგი ბარამიამ მათ საკვები პროდუქტებიც გადასცა და თანადგომას დაჰპირდა.

`ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცხოვროთ ერთად და მესამე ძალას, რომელიც აპირებს ჩვენს დაშორებას, არ გამოუვა ეს, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიყავით და მომავალშიც ერთად ვიქნებით,` - განაცხადა ბარამიამ.

მანამდე კი გიორგი ბარამია `შერატონში` აფხაზთა შეკრებას დაესრწო. საქართველოში მცხოვრებმა აფხაზებმა ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები გააპროტესტეს. სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულებმა სპეციალური ღონისძიება გამართეს. შესრულდა აფხაზური ხალხური სიმღერები და ცეკვები. მათ ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს საკუთარი უფლებების დარღვევების ფაქტები და საოკუპაციო რეჟიმი. საკუთარი პოზიცია სპეციალურ ბიულეტენებზე დააფიქსირეს და სიმბოლურ საარჩევნო ყუთებში მოათავსეს. აფხაზებს მშვიდობა სურთ.





კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1160 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: აფხაზები ოკუპირებული აფხაზეთის ტერი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar