მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » ბარამიძემ ქუთაისში ქარხნები დაათვალიერა
8:15 PM
ბარამიძემ ქუთაისში ქარხნები დაათვალიერა




ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და მეტალურგიულ და ტექსტილის ქარხნებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

ქართულ-უკრაინულ-ინდური მეტალურგიული ქარხანა 150 ადამიანს დაასაქმებს და 10 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო ქართულ-ეგვიპტურ ტექსტილის ქარხანაში ორი ათასი ადამიანი იმუშავებს და ამისთვის 5 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება.

მემორანდუმების ხელმოწერას ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ესწრებოდა. სტუმრებმა აგრეთვე დაათვალიერეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქართულ-ეგვიპტური ქარხანა, რომელიც უკვე ერთი წელია მუშაობს. აქამდე ქარხანა დანადგარებს ჩამოტანილი ნაწილებით აწყობდა, ამიერიდან კი საჭირო დეტალებს თავად დაამზადებს.





კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1180 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ბარამიძემ ქუთაისში ქარხნები დაათვალ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar