|
|
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ ლისაბონში რუსეთ-ნატო-ს სამიტზე „ცივი ომი"
დასრულდება. განცხადება ამის თაობაზე, ლავროვმა სეულში „დიდი ოცეულის"
ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. მისივე
თქმით, 19-20 ნოემბერს მხარეების ერთხელ და სამუდამოდ დააფიქსირებენ „ცივი
ომის შემდგომი პერიოდის" დასასრულს. როგორც ლავროვმა აღნიშნა, ეს პერიოდი
საკმაოდ დიდ ხანს გრძელდებოდა და მხარეების ურთიერთუნდობლობაზე იყო
დამყარებული.
ინფორმაციის ვრცელი
ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბერს ლისაბონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაესწრება . ამის
შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ
ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სამიტის
ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა,
ლისაბონის სამიტის შემდეგ, დანიშნულია პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც
მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.
ინფორმაციის ვრცელი
ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საქართველოს
მიმართ მორიგი მხარდამჭერი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა , რადიო ”თავისუფლებისთვის”
მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ”ვიდრე
რუსეთი
სუვერენული ქვეყნის, კერძოდ კი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს,
საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია არასოდეს იქნება ისეთი, როგორის ხილვაც
თავად რუსეთს სურს” აღნიშნა ფილიპ გორდონმა ჟურნალისტთან საუბრისას. მისი
თქმით,
ვაშინგტონს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დღესაც
საერთაშორისო დღის წესრიგში აქვს და ასე გაგრძელებს მომავალშიც.
ინფორმაციის ვრცელი
ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
მედიის გამჭვირვალობა იქნება ერთ-ერთი
საკითხი, რომელზეც NDI (ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი)
საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე იმსჯელებს. შეხვედრა
ბათუმში გაიმართება. სხდომაზე პარლამენტის მიერ ბოლო ერთი წლის
განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობასა და მომავალ პოლიტიკურ ხედვებზე
ისაუბრებენ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ინდოეთში ვიზიტის დროს ადგილობრივ
ბიზნესმენებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო პირადად გააცნო. |
| |
|
|
|
საპარლამენტო უმრავლესობა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
დეპუტატების კითხვებს მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მთავრობის
წარმომადგენლები პასუხობდნენ.
საკანონმდებლო ორგანომ მომავალი წლის მთავარი საფინანსო გეგმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. |
| |
|
|
|
8 ოპოზიციური
პოლიტიკური პარტია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით
სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ოპოზიციური პარტიები
მზადყოფნას გამოთქვამენ ხელისუფლებასთან კონსულტაციების დასაწყებად
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ. |
| |
|
|
|
ქართული მხარე მზადაა, მალაიზიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ადვოკატი დაუქირაოს.
`თუ ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ დაკავებულ ქართველებს ქართველი
ადვოკატი დავუნიშნოთ, ან საქართველოს მიერ დაქირავებული, ჩვენ ამისთვის
მზად ვართ,`- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე. |
| |
|
|
|
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი პარტიის წევრების დევნას
აპროტესტებს. ამ თემაზე დღეს პარტიის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა და
ერთ-ერთმა წევრმა მანუჩარ თირქიამ ისაუბრეს.
ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ მისი პარტიის წევრთა წინააღმდეგ
პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება. ერთ-ერთ მაგალითად კი ზუგდიდის რაიონის
ყოფილი დეპუტატობის კანდიდატის მანუჩარ თირქიას შემთხვევა მოიყვანა. მისი
თქმით, თირქიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. |
| |
|
|
|
თბილისის საკრებულოს ფრაქცია
"ქრისტიან-დემოკრატების" წევრებმა დღეს ევროპის ქრისტიან პოლიტიკოსთა
კავშირის (ECPYN) წარმომადგენლებს საკრებულოში უმასპინძლეს. ევროპელი
სტუმრები ზაზა გაბუნიამ და ჯაბა სამუშიამ მიიღეს. შეხვედრას ესწრებოდა
ჰოლანდიითბილისის საკრებულოს ფრაქცია
"ქრისტიან-დემოკრატების" წევრებმა დღეს ევროპის ქრისტიან პოლიტიკოსთა
კავშირის (ECPYN) წარმომადგენლებს საკრებულოში უმასპინძლეს. ევროპელი
სტუმრები ზაზა გაბუნიამ და ჯაბა სამუშიამ მიიღეს. შეხვედრას ესწრებოდა
ჰოლანდიის, ლიტვის, მოლდოვას, რუმინეთის, უკრაინის, ბელორუსიის და
ბულგარეთის 17 წარმომადგენელი.ს, ლიტვის, მოლდოვას, რუმინეთის, უკრაინის, ბელორუსიის და
ბულგარეთის 17 წარმომადგენელი.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საფრანგეთში საპენსიო რეფორმებთან
დაკავშირებით საპორტექსტო აქციები გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ
ქვეყნის პარლამენტმა საპენსიო რეფორმა საბოლოოდ დაამტკიცა, პროფესიული
კავშირები გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებენ. პარიზის ქუჩებში 10 000–ზე
მეტი ადამიანია გამოსული.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
შეერთებული შტატების მთავრობის და USAID-ის დაკვეთით, ახალი კვლევები
ჩატარდა. USAID-ის მიერ დაკვეთილი კვლევა ამერიკის რესპუბლიკურმა
ინსტიტუტმა ჩაატარა, ტექნიკურად კი კვლევითმა ორგანიზაცია გელაპმა
შეასრულა.
პოპულარული და ავტორიტეტული ჯგუფი კვლევითი ორგანიზაციების ტოპ-ხუთეულში შედის და აქტიურად მუშაობს მსგავსი ტიპის გამოკითხვებზე.
შეერთებული შტატების მთავრობის და IRI-ს კვლევა საქართველოს მასშტაბით
27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩატარდა და მასში 1500-მა ადამიანმა მიიღო
მონაწილეობა.
კითხვაზე, რომელსაც კორუფციის დონე უნდა გამოევლინა, გამოკითხულთა
98-მა პროცენმტმა განაცხადა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი არ
გადაუხდია.
რომელ სექტორში უნდა გატარდეს ყველაზე მეტი რეფორმა? გამოკითხულთა
უმეტესობამ პირველ სამ ადგილზე ეკონომიკა, ჯანდაცვის სფერო და განათლების
სისტემა დაასახელა. |
| |
|
|
|
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა
სამომავლო პოლიტიკურ გეგმებსა და რუსეთში ვიზიტის შედეგებზე დღეს პრესკლუბ
პრაიმ-ტაიმში ისაუბრა.
ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთში მცხოვრები
ქართველების შესახებ პირადად მიიღებს ინფორმაციას ფედერაციის
ხელმძღვანელობისაგან. რუსეთში აღწერა ტარდება და უახლოეს პერიოდში ზუსტად
გახდება ცნობილი, რამდენი ქართველი ამომრჩეველი იმყოფება ამჟამად მეზობელი
ქვეყნის ტერიტორიაზე. |
| |
|
|
|
საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ
ლუგარმა ისაუბრა. ცნობილი პოლიტიკოსის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან
მიმართებით პროცესი დამაკმაყოფილებელი არ არის, თუმცა არსებობს პოზიტიური
მხარეებიც.
ამ თემაზე კომენტარი ლუგარმა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. |
| |
|
|