მთავარი » 2010 » ნოემბერი » 7 » ფილიპ გორდონმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
3:03 PM
ფილიპ გორდონმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა


საქართველოს მიმართ მორიგი მხარდამჭერი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა , რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ”ვიდრე რუსეთი სუვერენული ქვეყნის, კერძოდ კი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს, საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია არასოდეს იქნება ისეთი, როგორის ხილვაც თავად რუსეთს სურს” აღნიშნა ფილიპ გორდონმა ჟურნალისტთან საუბრისას.
მისი თქმით, ვაშინგტონს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დღესაც საერთაშორისო დღის წესრიგში აქვს და ასე გაგრძელებს მომავალშიც.
ფილიპ გორდონმა ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ საკითხის გადასაჭრელად საერთაშორისო ზეწოლა ძალიან მნიშვნელოვანია.
გორდონმა საერთაშორისო საზოგადოებასაც მოუწოდა არ აღიარონ სამხრეთ ოსეთის ადა აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

























კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1104 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar