მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 29 » საფრანგეთში აქციები გრძელდება
7:17 PM
საფრანგეთში აქციები გრძელდება



საფრანგეთში საპენსიო რეფორმებთან დაკავშირებით საპორტექსტო აქციები გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პარლამენტმა საპენსიო რეფორმა საბოლოოდ დაამტკიცა, პროფესიული კავშირები გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებენ. პარიზის ქუჩებში 10 000–ზე მეტი ადამიანია გამოსული.
აქცია არეულობის ფონზე მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა, საზოგადოებრივ ადგილას არეულობის მოწყობის ბრალდებით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
აქციები მიმდინარეობს საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად, ნიკოლა სარკოზის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. გამოკითხვების შედეგებით, ამ ეტაპზე პრეზიდენტს ნდობას მოსახლეობის 30 პროცენტზე ნაკლები უცხადებს. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2012 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

























კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1208 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar