მთავარი » 2010 » ნოემბერი » 1 » მალაიზიაში დაკავებულ ქართველებს ადვოკატებს აუყვანენ
5:09 PM
მალაიზიაში დაკავებულ ქართველებს ადვოკატებს აუყვანენ



ქართული მხარე მზადაა, მალაიზიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ადვოკატი დაუქირაოს.

`თუ ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ დაკავებულ ქართველებს ქართველი ადვოკატი დავუნიშნოთ, ან საქართველოს მიერ დაქირავებული, ჩვენ ამისთვის მზად ვართ,`- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და  მალაიზიას შორის ექსტრადაციის შესახებ შეთანხმება არ არსებობს, ოფიციალური თბილისი `ყველაფერს გააკეთებს, რომ დაკავებული მოქალაქეების მინიმუმ სამართლებრივი დაცვა მაინც მოხდეს`.

საქართველოს ორი მოქალაქე მალაიზიაში ტურისტული ვიზით თბილისიდან გაემგზავრა. მათ ნარკოტიკების დიდი რაოდენობით გადატანაში სდებენ ბრალს. ადგილობრივი კანონმდებლობით კი აღნიშნული დანაშაული სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებს.






კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1092 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: მალაიზიაში დაკავებულ ქართველებს ადვ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar