მთავარი » 2010 » ნოემბერი » 1 » ნოღაიდელი პარტიის წევრების დევნაზე საუბრობს
5:07 PM
ნოღაიდელი პარტიის წევრების დევნაზე საუბრობს



მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი პარტიის წევრების დევნას აპროტესტებს. ამ თემაზე დღეს პარტიის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა და ერთ-ერთმა წევრმა მანუჩარ თირქიამ ისაუბრეს.

ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ მისი პარტიის წევრთა წინააღმდეგ პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება. ერთ-ერთ მაგალითად კი ზუგდიდის რაიონის ყოფილი დეპუტატობის კანდიდატის მანუჩარ თირქიას შემთხვევა მოიყვანა. მისი თქმით, თირქიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული.

თირქიას განცხადებით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მის სახლში დაუსაბუთებელი მიზეზით ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი კანონიერად შეძენილი იარაღი, რომელშიც მოგვიანებით სანადირო ვაზნების ნაცვლად, საბრძოლო ვაზნები აღმოჩნდა.

`გავაგრძელებთ მის დაცვას და იმ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც გამოიხატება მანუჩარის და ზოგადად, ჩვენი პარტიის წევრების დევნაში,`- განაცხადა ნოღაიდელმა.





კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1065 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ნოღაიდელი პარტიის წევრების დევნაზე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar