მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12 » ლავროვი: ნატო-ს ლისაბონის სამიტზე "ცივი ომი" დასრულდება
1:46 PM
ლავროვი: ნატო-ს ლისაბონის სამიტზე "ცივი ომი" დასრულდება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ ლისაბონში რუსეთ-ნატო-ს სამიტზე „ცივი ომი" დასრულდება. განცხადება ამის თაობაზე, ლავროვმა სეულში „დიდი ოცეულის" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
მისივე თქმით, 19-20 ნოემბერს მხარეების ერთხელ და სამუდამოდ დააფიქსირებენ „ცივი ომის შემდგომი პერიოდის" დასასრულს. როგორც ლავროვმა აღნიშნა, ეს პერიოდი საკმაოდ დიდ ხანს გრძელდებოდა და მხარეების ურთიერთუნდობლობაზე იყო დამყარებული.
ლავროვმა აქვე დასძინა, რომ სამიტის ფარგლებში ფორმულირებას დაექვემდებარება ასევე ის საკითხებიც, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორი ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. მინისტის თქმით, აღნიშნული საკითხი მან ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან უკვე განიხილა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვის" შესახებ გადაწყვეტილება მხარეებმა 2009 წელს მიიღეს. ჟენევაში გამართული შეხვედრის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სერგეი ლავროვს  სიმბოლური ღილაკი გადასცა, რომელსაც მინისტრებმა ერთდროულად დააჭირეს ხელი.
















კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1218 | დაამატა: allfile | ტეგები: ცივი ომი, nato, lavrov, samiti, ნატო, lisaboni, ლავროვი, civi omi, lavrovi, ლისაბონი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar