მთავარი » 2010 ნოემბერი 9 » პრეზიდენტი ნატო-ს სამიტს დაეწრება
12:50 PM პრეზიდენტი ნატო-ს სამიტს დაეწრება | |
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბერს ლისაბონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაესწრება . ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ლისაბონის სამიტის შემდეგ, დანიშნულია პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. ამ დროისთვის უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის შედგება ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი. ამასთან, როგორც ცნობილია, ლისაბონის სამიტს დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც. ამის შესახებ მედვედევმა ქალაქ დოვილში 19 ოქტომბერს განაცხადა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |