მთავარი » 2010 » ნოემბერი » 1 » ოპოზიციური პარტიების განცხადება
5:09 PM
ოპოზიციური პარტიების განცხადება



8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ოპოზიციური პარტიები მზადყოფნას გამოთქვამენ ხელისუფლებასთან კონსულტაციების დასაწყებად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.

`პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი დავით ბაქრაძის განცხადებით, ის მზად არის საარჩევნო საკითხებზე კონსულტაციები გამართოს პოლიტიკურ პარტიებთან. ამ პროცესში მონაწილეობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს საპარლამენტო პარტიებმაც. ჩვენც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე და ვთავაზობთ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმოკლეს დროში შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებები აღნიშნული მოლაპარაკების ფორმატის შესახებ. ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის აუცილებლობას,`- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: "ახალი მემარჯვენეები"; "ეროვნული ფორუმი";"საქართველოს გზა"; „კონსერვატიული პარტია"; „რესპუბლიკური პარტია"; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"; „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები"; „ხალხის პარტია".






კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1184 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ოპოზიციური პარტიების განცხადება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar