მთავარი » 2010 » ნოემბერი » 1 » საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინდოეთში ბიზნესმენებს შეხვდა
5:14 PM
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინდოეთში ბიზნესმენებს შეხვდა




საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ინდოეთში ვიზიტის დროს ადგილობრივ ბიზნესმენებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო პირადად გააცნო.

ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრა მუმბაის ყველაზე მსხვილ საფინანსო ცენტრში შედგა. შეხვედრისას ინდოელმა ბიზნესმენებმა დაინტერესება გამოთქვეს სოფლის მეურნეობით, ენერგეტიკით, მანქანათმშენებლობით და ტურიზმით.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინდოელ ბიზნესმენებს საქართველოს შესახებ ინფორმაცია აქვთ და ისინი ახლა კონკრეტული პროექტებით არიან დაინტერესებული.

ქართული დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოში 2 ნოემბერს დაბრუნდება.






კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 832 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინდოეთ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar