ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან ერთად სტუმრობს. ლილიტა
ზატლერსი დღეს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა საქველმოქმედო
ფონდ `სოკოში` მიიწვია, სადაც განცობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
ორი ქვეყნის პირველი ქალბატონები ეროვნულ მუზეუმშიც იმყოფებოდნენ და
ოქროს ფონდი დაათვალიერეს. შემდეგ კი `თბილისი მარიოტში` მდებარე გალერეა
შარდენს ესტუმრნენ და ლევან ლაღიძის ნამუშევრებს გაეცნენ. გამოფენაზე
სხვადასხვა ავტორის მინანქრის ნიმუშებიც იყო წარმოდგენილი