მთავარი » 2010 » სექტემბერი » 29 » სააკაშვილმა აზერბაიჯანელებს მარნეულში ყურბან-ბაირამი მიულოცა
3:20 PM
სააკაშვილმა აზერბაიჯანელებს მარნეულში ყურბან-ბაირამი მიულოცა




საქართველოს პრეზიდენტი მარნეულში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას მუსლიმანთა რელიგიური დღესასწაული - ყურბან-ბაირამი მიულოცა.

პრეზიდენტი მუსლიმანური წესების მიხედვით, მეჩეთში შევიდა და მეჩეთის მსახურებს გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობასაც შეხვდა და დეტალურად გაეცნო მათ პრობლემებს. პრეზიდენტმა ადგილობრივ ხელმძღვანელებს სასმელი და სანიაღვრე არხების გაწმენდა და წყალსადენის სისტემების რეაბილიტაცია დაავალა.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს აზერბაიჯანული წესით მოდუღებული ჩაიც დააგემოვნა. მან ადგილობრივებს ხორცი და ტკბილეული გადასცა. საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.

`მე, როგორც  პრეზიდენტი, მოგილოცავთ თქვენს დღესასწაულს, მაგრამ ეს არის ჩვენი დღესასწაული, იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს დღესასწაული. თქვენი სიძლიერე არის საქართველოს სიძლიერე და თქვენი კეთილდღეობა ქვეყნის კეთილდღეობა,` - განაცხადა სააკაშვილმა.





კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1108 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: სააკაშვილმა აზერბაიჯანელებს მარნეულ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar