« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 14 15 » |
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების ახალმა მინისტრმა
გაცილებით მეტი ინტერესი გამოიწვია სამთვიანი მუშაობის შედეგად, ვიდრე
მისმა ორმა წინამორბედმა მინისტრმა - სტატიას ამ შინაარსით ვერა ქობალიაზე
გავლენიანი გამოცემა `ბიზნეს ნიუ იუროპი` აქვეყნებს. ვერა ქობალიამ
გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში..
|
| |
|
|
|
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში `მილენიუმის` პროგრამის ხელმძღვანელს
შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისათვის,
რომელსაც `მილენიუმი` ქვეყანას უწევს.
375 მილიონი დოლარი, რომლითაც `ათასწლეულის განვითარების პროგრამა`
საქართველოს ეხმარება, გათვალისწინებულია ქვეყანაში ინფრასტურქტურის
განვითარებისთვის.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში..
|
| |
|
|
|
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მიხეილ სააკაშვილის გაეროში ვიზიტი დღეს
გამართულ ბრიფინგზე შეაჯამა. როგორც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა,
პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა აშშ-ის
სახელმწიფო მდივანს, ფინეთის, ლიტვის, ხორვატიის, ყირგიზეთის, ჰონდურასის
და სხვა ქვეყნების პირველ პირებს, ასევე შეხვედრები გამართა
ევროკომისრებთან და ბიზნესწრეებთან.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ლეიბორისტულმა პარტიამ ევროსაბჭოს პრეზიდენტს კონსტიტუციური
ცვლილებებთან მიმართებაში საკუთარი შენიშვნა ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან
ვან რომპუის და ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს გაუგზავნა.
მიმართვის შინაარსი პარტიის ლიდერმა დღეს მედიას საგანგებო ბრიფინგზე
გააცნო. ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
იური ლუჟკოვის გადაყენებისას პრეზიდენტი დიმიტრი
მედვედევი კანონის სრული დაცვით და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
მოქმედებდა
.
როგორც რუსული ინტერნეტგამოცემა "Life.ru" იუწყება, ამის შესახებ
რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა სიკტივკარში სტუმრობისას, მოსკოვის
მერის თანამდებობიდან იური ლუჟკოვის გადაყენების კომენტირებისას განაცხადა.
პუტინის შეფასებით, ლუჟკოვმა მოსკოვის განვითარებისთვის ბევრი რამ
გააკეთა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
"მე
უბრალოდ ვისიამოვნებ ხელოვნებით, ცხოვრებით, თანამედროვე არქიტექტურით და
ჩემთვის სულერთია, ემახსოვრებათ თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი"
ეს
საქართველოს პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, როდესაც ხელახლა დაიწყო
იმის განხილვა, თუ რას გააკეთებს ის როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა
ამოიწურება. მართალია სააკაშვილის მოწინააღმდეგეები, რაღა თქმა უნდა
ისიამოვნებდნენ იმით, ყოფილი პრეზიდენტი თბილისის კაფეებსა და გალერეებში
რომ ეხილათ, თუმცა ოპოზიციონერთა უმრავლესობას არ სჯერა, რომ ეს უახლოეს
მომავალში მოხდება.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში `მილენიუმის` პროგრამის ხელმძღვანელს
შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისათვის,
რომელსაც `მილენიუმი` ქვეყანას უწევს.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და მეტალურგიულ და ტექსტილის ქარხნებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
`კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია და ფოლკლორისტიკა` - ამ
სახელწოდებით თბილისის სამეცნიერო აკადემიაში საერთაშორისო კონფერენცია
მიმდინარეობს, რომელშიც 15 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გმირთა მოედანზე
მივიდა, სადაც მან პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.
ბაქრაძე მემორილათან დეპუტატებთან ერთად მივიდა. მათ წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ომში გარდაცვლილთა ხსოვნას.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
"ახლა
ისევ მითვალთვალებენ, მკაცრად მაკონტროლებენ და დამდევენ. არ ვიცი,
რატომ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ყოველთვის ჩემი ქვეყნის ინტერესების სამსახურში
ვიყავი და ვიქნები", - გვითხრა ირაკლი ბათიაშვილმა, რომელმაც რესპუბლიკური
პარტია დატოვა და წარმომადგენლობითი სახალხო კრების ჩატარებას მიემხრო.
29
სექტემბერს ფილარმონიაში ჩატარდება მოსამზადებელი კონფერენცია, რომელიც
სახალხო კრების ჩატარების თარიღს გამოაცხადებს. კრების იდეას არაერთი
ოპოზიციური პარტია სკეპტიკურად უყურებს და სწორედ ამ თემით დავიწყეთ
საუბარ |
| |
|
|
|
პოლიტოლოგი
სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე "ნაციონალურ
მოძრაობას" არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება.
როგორც
ექსპერტმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქართველოში არჩევნებს ყოველთვის
ლიდერი იგებდა. თუმცა, ცინცაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია მაშინაა
ძლიერი, როდესაც პარტიის გამარჯვება ერთ პიროვნებაზე არ არის
დამოკიდებული.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა და ლიდერის შეცვლა შესაძლებელია. თუმცა, როგორც საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პენსიაზე გასვლისთვის ძალიან ახალგაზრდაა.
"პოლიტიკური
გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა სააკაშვილთან ერთად უფრო ადვილი
წარმოსადგენია, თუმცა არც მის გარეშეა წარმოუდგენელი. ბოლშევიკების
პერიოდშიც ვერ წარმოედგინათ თუ სახელმწიფო სტალინის გარეშე იარსებებდა,
მაგრამ მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და იმ გუნდმაც, რომელიც მაშინ
ხელისუფლებაში დარჩა, ბევრი ლიდერი გამოიცვალა", - განაცხადა საყვარელიძემ.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
"დემოკრატიული
მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა,
გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში არსებულ ვითარებაზე ტყუილები
თქვა.
როგორც ბურჯანაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე განაცხადა, სააკაშვილი ტყუის ყველა მიმართულებით, როცა
საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პერსპექტივებზე საუბრობს.
”თქვენ
გჯერათ, რომ საქართველოში სიღარიბე შემცირდა? შეგიძლიათ, დამისახელოთ
რომელიმე ღარიბი ნათესავი ან მეზობელი, რომელიც მატერიალურად ფეხზე დადგა
ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა?”, - მიმართა მან მედიის
წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ოფიციალური მონაცემებით,
საქართველოში ღარიბთა რაოდენობა მალე 60%-ს მიაღწევს, ხოლო ღატაკთა -
25%-ით გაიზრდება, ინვესტიციებისა და მიკროეკონომიკის განვითარების
თვალსაზრისით კი ქვეყანა საგრძნობლად ჩამორჩება მეზობელ აზერბაიჯანსა და
სომხეთს.
ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|