მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » ლეიბორისტებმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნეს
8:05 PM
ლეიბორისტებმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნეს



ლეიბორისტულმა პარტიამ ევროსაბჭოს პრეზიდენტს კონსტიტუციური ცვლილებებთან მიმართებაში საკუთარი შენიშვნა ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის და ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს გაუგზავნა. მიმართვის შინაარსი პარტიის ლიდერმა დღეს მედიას საგანგებო ბრიფინგზე გააცნო.

მიმართვაში ლეიბორისტები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ უკან გამოიწვიოს კონსტიტუციის ახალი პროექტი, ან მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

`მოვითხოვთ კონსტიტუციურად აეკრძალოს ყველა პრეზიდენტყოფილს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობების დაკავება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების საარჩევნო გზით შეცვლის პერსპექტივები ჩვენი ხალხისთვის დამთავრებულია. ამიტომ მოვუწოდებთ ბოროტმოქმედ სააკაშვილს უკან გამოიტანოს ეს ცვლილებები,`- განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.





კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1114 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ლეიბორისტებმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar