მთავარი » პოლიტიკა
« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 14 15 »
პარლამენტში დემოკრატიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

საქართველოს პარლამენტში დემოკრატიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში სხვადასხვა ეროვნების თბილისელები შეიკრიბნენ. მათ გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.

გამოფენაზე წარმოადგინეს სხვადასხვა ეროვნების ნაციონალური ტანისამოსი და კერძები, ასევე წიგნები ამ ერების ისტორიის, კულტურისა და რელიგიის შესახებ. შოთა რუსთაველის დარბაზში 20-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი შეიკრიბა. 



ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


რობერტ გეიტსი საქართველოს შესახებ
`ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება`. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული სამხედრო დახმარება მეტწილად განპირობებულია ამ ქვეყნის მონაწილეობით
ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში.

ვრცელი ინფორმაცია სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


YouTube-ზე ვიდეორგოლი გამოჩნდა: როგორ გეგმავდა პუტინი ლუკაშენკოს ლიკვიდაციას
მოსკოვსა და მინსკს შორის საინფორმაციო ომში მორიგი ეპიზოდი გამოიკვეთა. უცნობმა პირმა, რომელიც თავს რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომლად ასაღებს, YouTube-ზე ვიდეორგოლი განათავსა. უცნობი სინთეზირებული ხმით რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის გეგმებს ახმოვანებს, როგორ ცდილობდა რუსეთის პრემიერი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლიკვიდაციას.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


სააკაშვილმა და ალიევმა სტრატეგიული პროექტები განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ბაქოში, პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, პრეზიდენტებმა პროტოკოლით გათვალისწინებულზე მეტხანს ისაუბრეს.

ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


ინციდენტების პრევენციის შეხვედრას ანტი ტურუნენი ესწრება

გალში ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

ქართული მხარე შეხვედრაზე გალის ოკუპირებულ რაიონში მცხოვრები მოსახლეობის შევიწროების საკითხებს დააყენებს და ბოლო დროს მომატებულ კრიმინალურ ვითარებაზე რეაგირებას მოითხოვს.


ვრცელი ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...





by:allfile


ვოლტერ კელინი კობა სუბელიანმა მიიღო
გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი დევნილთა საკითხებში ვოლტერ კელინი დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს შეხვდა.  შეხვედრის ძირითადი თემა, ისევე, როგორც ვიზიტის მიზანი, დევნილთა მიმართ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იყო. ვალტერ კელინი აცხადებს, რომ დევნილთა საკითხებში სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით საკმაოდ დიდი პროგრესია.

მთელი მასალის სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. დავით ბაქრაძე ამერიკის კონგრესში დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორუმზე სიტყვით გამოსასვლელად ემზადება. 

კოალიციის ძირითადი მიზანი მსოფლიოში დემოკრატიული პრინციპებისა და ინსტიტუტების გაძლიერებაა. მასში ასზე მეტი სახელმწიფოა გაერთიანებული.


მთელი მასალის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


უილიამ ბერნსი საქართველოს შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის უილიამ ბერნსის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველოს თემაზე სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა.

ეს განცხადება ბერნსმა ერთ-ერთი რუსული სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის პრემიერის ვლადიმირ პუტინის განცხადების კომეტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც, მოსკოვთან ურთიერთობის გადატვირთვის პარალელურად, აშშ აიარაღებს საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განლაგებას გეგმავს.


მთელი მასალის სანახავად შებრძანდით სრულიადში...





by:allfile


შსს-ს მთელ პირად შემადგენლობას გადადგომის განცხადება დააწერინეს
შსს-ს მთელ პირად შემადგენლობას გადადგომის განცხადება დააწერინეს

ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...




by:allfile


”ჩვენს საზოგადოებაში მეტწილად მოვლენათა შავ-თეთრი ხედვაა ”
ქართველებს რომ რადიკალიზმი გვახასიათებს, ახალი ამბავი არ არის. რადიკალიზმი ბოლო დროს პოლიტიკის მთავარი და უკურნებელი სენიც გახდა. არავინ იცის, სადამდე მიგვიყვანს "ყველაზე კარგისა" და "ყველაზე ცუდის", როგორც ეპითეტების, შეჯიბრება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ჯერჯერობით იმ სტადიაზე ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთელი სერიოზულობით მართავს მთავრობის სხდომას შუა ქუჩაში, უფრო სწორად, შუა მოედანზე.

ინფორმაციის სრული ვერსიის  სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


კრემლი ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრობს
ეს რევოლუციური გარღვევაა და როგორც სჩანს მას პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის კურთხევა აქვს: კრემლთან დაახლოებული ექსპერტების მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში რუსეთს ნატო-ში გაწევრიანებას ურჩევენ, თუმცა ამ წინადადებას დაბრკოლება თავად მმართველი ელიტის შიგნით ხვდება.

ანგელა მერკელმა დიპლომატიური პასუხი შეარჩია, როდესაც რამდენიმე თვის წინ ერთმა ჟურნალისტმა მას იმის შესახებ ჰკითხა, თუ რას ფიქრობს იგი რუსეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე – ორგანიზაციაში, რომელიც ცივი ომის ეპოქის მტერი იყო. გერმანიის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ფოლკერ რუემ (ქრისტიან დემოკრატიული პარტია) ამ წლის მარტში ჟურნალ Der Spiegel-ში განაცხადა, რომ ალიანსმა მოსკოვს კარი უნდა გაუღოს. ამ წინადადებას რუსეთში განსაკუთრებული აღფრთოვანება არ მოჰყოლია. რუსეთის წამყვანმა ექსპერტმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში თეოდორე ლუკიანოვმა აღიარა, რომ მას არ წარმოუდგენია, რომ მოსკოვი შეიძლება ისეთ კავშირს დაემორჩილოს, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს.

ინფორმაციის სრული ვერსიის  სანახავად შებრძანდით სრულიადში...



by:allfile


სააკაშვილი: მზად ვართ, რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საკითხზე ვაწარმოოთ
საქართველო მზად არის, რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საკითხზე აწარმოოს. ამის შესახებ გამოცემა "Newsweek"-ს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს და ელჩები ჰყავს არა თბილისში, არამედ - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

"ისინი უარს ამბობენ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ, რუსეთს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საკითხზე ველაპარაკოთ, მაგრამ მათ არ სურთ ორმხრივ დიალოგში შემოსვლა. ახლა კი, მათ აფხაზეთში S-300 ტიპის რაკეტები განათავსეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


ინფორმაციის სანახავად შებრძანდით სრულიადში...





by:allfile


„საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაა“
ვაშინგტონი საქართველოს მთავარ საერთაშორისო მხარდამჭერად რჩება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუმ თბილისში მთავრობის და ოპოზიციის წევრებთან შეხვედრები გამართა. შეერთებული შტატები მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის დემოკრატიულ პროგრესს.

პოლიტიკური ოპოზიციიდან თინა ქეიდენაუ ირაკლი ალასანიას და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. ალასანიას განცხადებით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაა. თარგამაძის შეფასებით კი, აშშ-სთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ახალი კონსტიტუციით სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის დაცვა გარანტირებული იყოს.


სრული ინფორმაცია იხილეთ სრულიადში...





by:allfile