მთავარი » 2010 სექტემბერი 15 » რობერტ გეიტსი საქართველოს შესახებ
1:34 PM რობერტ გეიტსი საქართველოს შესახებ | |
`ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება`. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული სამხედრო დახმარება მეტწილად განპირობებულია ამ ქვეყნის მონაწილეობით ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში. `ქართველებს თავად სურთ ავღანეთში ჩვენს ოპერაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა,`- განაცხადა მან. შეკითხვაზე, გააგრძელებს თუ არა ვაშინგტონი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას, გეიტსმა უპასუხა, რომ აშშ დაინტერესებულია საქართველოსთვის იმ საშუალებების მიწოდებით, რომლითაც ის ვაშინგტონს ავღანეთში დაეხმარება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |