მთავარი » 2010 » სექტემბერი » 15 » პარლამენტში დემოკრატიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
11:04 PM
პარლამენტში დემოკრატიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს



საქართველოს პარლამენტში დემოკრატიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში სხვადასხვა ეროვნების თბილისელები შეიკრიბნენ. მათ გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.

გამოფენაზე წარმოადგინეს სხვადასხვა ეროვნების ნაციონალური ტანისამოსი და კერძები, ასევე წიგნები ამ ერების ისტორიის, კულტურისა და რელიგიის შესახებ. შოთა რუსთაველის დარბაზში 20-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი შეიკრიბა. 

`ვფიქრობ, თბილისში ყველაზე კარგად არის წარმოდგენილი მრავალეთნიკურობა, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები და, რაც ყველაზე მთავარია, ტოლერანტობა და ის მთავარი დემოკრატიული პრინციპები, რომლებიც ყველას გვინდა, რომ კიდევ უფრო ძლიერი იყოს ჩვენს ქვეყანაში,` - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგი წერეთელმა.

`ეს პატარა გამოფენა მარტო იმიტომ არ არის, რომ ჩვენ ვაფასებთ დემოკრატიას, არამედ იმიტომაც, რომ ესტონელები მხარს ვუჭერთ ქართულ დემოკრატიას. გვინდა იმის ჩვენება, რომ ესტონელები აქ იყვნენ, ქართველებთან მეგობრობენ, მეგობრობდნენ და იყვნენ ყოველთვის ქართული საზოგადოების ნაწილი,` - განაცხადა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ტომას ლიუკმა.

დემოკრატიის საერთაშორისო დღეს საქართველოს პარლამენტში უკვე მეორე წელია, აღნიშნავენ. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს პერმანენტულ სახეს მიიღებს.

















კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1115 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar