მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » სააკაშვილი: მზად ვართ, რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საკითხზე ვაწარმოოთ
9:11 PM
სააკაშვილი: მზად ვართ, რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საკითხზე ვაწარმოოთ



საქართველო მზად არის, რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საკითხზე აწარმოოს. ამის შესახებ გამოცემა "Newsweek"-ს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს და ელჩები ჰყავს არა თბილისში, არამედ - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

"ისინი უარს ამბობენ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ, რუსეთს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საკითხზე ველაპარაკოთ, მაგრამ მათ არ სურთ ორმხრივ დიალოგში შემოსვლა. ახლა კი, მათ აფხაზეთში S-300 ტიპის რაკეტები განათავსეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის თქმით, არ არსებობს არანაირი ოფიციალური გარანტია, რომ რუსული აგრესია არ განმეორდება. მისი შეფასებით, ამჟამად კონფლიქტის განმეორების თავიდან ასაცილებლად უმეტესად დიპლომატიური მუშაობა მიმდინარეობს.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთ პრობლემად რჩება პოსტსაბჭოთა სივრციდან ბირთვული მასალების გავრცელება და მასალების გასავრცელებლად ე.წ. სამხრეთ ოსეთში "შავი ხვრელის" არსებობა.
"მაგრამ ჩვენ ვთანამშრომლობთ აშშ-სთან და ეს ხვრელები მეტ-ნაკლებად დავხურეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.






























კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1051 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar