მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » ვოლტერ კელინი კობა სუბელიანმა მიიღო
1:33 PM
ვოლტერ კელინი კობა სუბელიანმა მიიღო


გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი დევნილთა საკითხებში ვოლტერ კელინი დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს შეხვდა.  შეხვედრის ძირითადი თემა, ისევე, როგორც ვიზიტის მიზანი, დევნილთა მიმართ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იყო. ვალტერ კელინი აცხადებს, რომ დევნილთა საკითხებში სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით საკმაოდ დიდი პროგრესია. 

`მინისტრთან საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა და ამომწურავი ინფორმაცია მივიღე. სამოქმედო გეგმის განხორციელების მხრივ საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა. ხვალ კი სოხუმში გავემგზავრები,`- განაცხადა კელინმა.
 
კობა სუბელინმა დელეგაციას  მიაწოდა ინფორმაცია დევნილებისთვის დაკანონებულ ფართობზე, რეაბილიტირებულ ობიექტებსა და სამოქმედო გეგმის ეტაპებზე. როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, თითოეული მსგავსი ვიზიტი და განცხადება დეოკუპაციის პროცესის მომწიფებაზე მიანიშნებს.














კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1369 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar