მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » სააკაშვილმა და ალიევმა სტრატეგიული პროექტები განიხილეს
3:10 PM
სააკაშვილმა და ალიევმა სტრატეგიული პროექტები განიხილეს



საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ბაქოში, პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, პრეზიდენტებმა პროტოკოლით გათვალისწინებულზე მეტხანს ისაუბრეს.

სააკაშვილმა და ალიევმა ორმხრივი ურთიერთობები და ის სტრატეგიული პროექტები განიხილეს, რომლებიც დღეს ბაქოში უმაღლეს დონეზე გაფორმდება.

ენერგეტიკულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიხეილ სააკაშვილი გუშინ ბაქოში გაემგზავრა.

ბაქოს ენერგოსამიტში საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის პირველი პირები მონაწილეობენ. სამიტი აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის გაზის ერთობლივ პროექტს ეხება. სამი ქვეყნის პრეზიდენტები სამიტზე შესაბამის დეკლარაციასაც გააფორმებენ.





































კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1109 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar