მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » YouTube-ზე ვიდეორგოლი გამოჩნდა: როგორ გეგმავდა პუტინი ლუკაშენკოს ლიკვიდაციას
3:21 PM
YouTube-ზე ვიდეორგოლი გამოჩნდა: როგორ გეგმავდა პუტინი ლუკაშენკოს ლიკვიდაციას



მოსკოვსა და მინსკს შორის საინფორმაციო ომში მორიგი ეპიზოდი გამოიკვეთა. უცნობმა პირმა, რომელიც თავს რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომლად ასაღებს, YouTube-ზე ვიდეორგოლი განათავსა. უცნობი სინთეზირებული ხმით რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის გეგმებს ახმოვანებს, როგორ ცდილობდა რუსეთის პრემიერი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლიკვიდაციას.

რუსი ინკოგნიტო ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ თავისი ქვეყნის პატრიოტია და არ მოსწონს ლუკაშენკო, რომელსაც "ბელორუსის აყვავება რუსეთის ხარჯზე სურს", მაგრამ ბელურისის პრეზიდენტის გზიდან იმ მეთოდით ჩამოცილება, როგორც ეს რუსეთის ხელისუფლებას განუზრახავს, მისთვის მიუღებელია.

უცნობის თქმით, წელს ივნისში უშუალოდ პუტინის დავალებით სპეცდაჯგუფება შეიქმნა, რომელიც რუსეთის სხვადასხვა სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა. ანონიმის თქმით, მათ ლუკაშენკოს ლიკვიდაციის რამდენიმე სცენარი განიხილეს, რომელთა შორის იყო - საავტომობილო, ან საავიაციო კატასტროფის გამომწვევა, საფოსტო გზავნილით დაინფიცირება, სნაიპერის გამოყენება და ა.შ. წარმოდგენილი ვარიანტებიდან ოპტიმალურად მასშტაბური ტერაქტის ვარიანტი მიიჩნიეს, რომელიც ერთ-ერთ მასობრივ ღონისძიებაზე ლუკაშენკოს გამოჩენისას უნდა განხორციელდეს.

სცენარი უახლოეს თვეებში ბელორუსის მოსახლეობაში პანიკის ატეხვასაც ითვალისწინებს, რისთვისაც ქვეყანაში აფეთქებათა სერია იგეგმება. ამასთან, დამუშავების პროცესშია ცნობილი ადამიანების გატაცების სცენარებიც.

ინკოგნიტოს ცნობით, რუსული სპეცსამსახურები ბელორუსის საექსპორტო პროდუქციაზე პანიკის გამოსაწვევად ამ ქვეყნის საქონლის რამდენიმე პარტიის რადიოაქტიული ნივთიერებებით დაბინძურებასაც აპირებენ.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ვიდეორგოლი "სრული სიცრუე" და "წინასაარჩევნო შიზოფრენიაა", რომელიც ლუკაშენკოს ქვეყანაში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სჭირდება. ბელორუს პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რგოლი მინსკსა და მოსკოვს შორის "საინფორმაციო ომის" მომდევნო რაუნდია.


მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1070 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar