მთავარი » 2010 სექტემბერი 28 » ვლადიმერ პუტინი - იური ლუჟკოვის გადაყენებისას პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კანონის სრული დაცვით მოქმედებდა
7:01 PM ვლადიმერ პუტინი - იური ლუჟკოვის გადაყენებისას პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კანონის სრული დაცვით მოქმედებდა | |
იური ლუჟკოვის გადაყენებისას პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კანონის სრული დაცვით და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა . როგორც რუსული ინტერნეტგამოცემა "Life.ru" იუწყება, ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა სიკტივკარში სტუმრობისას, მოსკოვის მერის თანამდებობიდან იური ლუჟკოვის გადაყენების კომენტირებისას განაცხადა. პუტინის შეფასებით, ლუჟკოვმა მოსკოვის განვითარებისთვის ბევრი რამ გააკეთა. "იგი თანამედროვე რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ მერის და პრეზიდენტის ურთიერთობა ვერ აეწყო. ამასთან, მერი პრეზიდენტს ექვემდებარება და არა პირიქით. ამიტომ საჭირო იყო, დროულად მიგვეღო ზომები ამ ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის. რაც შეეხება პროცედურას, მე ვიყავი იმ კანონების ავტორი, რომელთა შესაბამისადაც ხდება რეგიონების ხელმძღვანელების გადაყენება. პრეზიდენტი დიმიტრი ანატოლის ძე მედვედევი მოქმედებდა კანონის მკაცრი დაცვით და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში", - განაცხადა პუტინმა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მერის თანამდებობაზე კანდიდატურები ჯერჯერობით არ არსებობს. კანდიდატების სიის შედგენაში მისი მონაწილეობის შესახებ პუტინმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე აზრის გამოთქმის საშუალება მასაც ექნება. მოსკოვის მერის თანამდებობიდან იური ლუჟკოვის გადაყენების განკარგულებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დღეს დილით მოაწერა ხელი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |