მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » პრეზიდენტის პრესსპიკერმა პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა
8:07 PM
პრეზიდენტის პრესსპიკერმა პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა




პრეზიდენტის პრესსპიკერმა მიხეილ სააკაშვილის გაეროში ვიზიტი დღეს გამართულ ბრიფინგზე შეაჯამა. როგორც  მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ფინეთის, ლიტვის, ხორვატიის, ყირგიზეთის, ჰონდურასის და სხვა ქვეყნების პირველ პირებს, ასევე შეხვედრები გამართა ევროკომისრებთან და ბიზნესწრეებთან.

`განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეზიდენტის შეხვედრა ათასწლეულის პროგრამის ხელმძღვანელ დენიელ იოჰანესთან, სადაც მხარეებმა განიხილეს, როგორც საქართველოში განხორციელებული პროექტები ასევე სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. ასევე მინდა გამოვყო ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპთან პრეზიდენტის შეხვედრა. რომლის დროსაც გადაწყდა, რომ ტრამპი საქართველოში შემოვა,`- აღნიშნა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ამერიკელი მილიარდერი თავდაპირველად ინვესტიციებს თბილისსა და ბათუმში განახორციელებს. სხვა პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს.

`საქართველო იქნება პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ტრამპი ინვესტიციებს ჩადებს. ამასთან დაკავშირებით პირველი შეხვედრები გაზაფხულზე გაიმართა, ივნისში კი მისი წარმომადგენლები თბილისსში და ბათუმში იმყოფებოდნენ,`- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.








































კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1183 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: პრეზიდენტის პრესსპიკერმა პრეზიდენტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar