მთავარი » 2010 ოქტომბერი 5 » რეფორმები ფსიქიატრიაში
9:03 PM რეფორმები ფსიქიატრიაში | |
ფსიქიატრიაში რეფორმას იწყებს ჯანდაცვის ახალი მინისტრი. ანდრია ურუშაძის კონცეფცია ქვეყნის მასშტაბით ახალი თავშესაფრების მშენებლობას, კლინიკებში მდგომარეობის გამოსწორებას, თბილისის გარეუბანში ახალი ცენტრალური ფსიქიატრიული კლინიკის აშენებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას და დაავადებულთა მკურნალობის უახლესი მეთოდების დანერგვას გულისხმობს. სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მინისტრმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიატრიის სპეციალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. `უნდა დაიხუროს ასათიანის სახელობის სამეცნიერო და სამკურნალო დაწესებულება, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქ მყოფი პაციენტები გადავლენ მათთვის უფრო კომფორტულ, უფრო კვალიფიციურ, მათი ღირსებისა და მდგომარეობის შესაბამის გარემოში,`- განაცხადა შეხვედრაზე მინისტრმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |