მთავარი » 2010 ოქტომბერი 5 » საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას მხარს ვერ დაუჭერს
9:04 PM საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას მხარს ვერ დაუჭერს | |
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაყენებული პირობები არ იქნება შესრულებული. მისი თქმით, რუსეთს ამ დრომდე არ შუსრულებია ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი, მაშინ, როდესაც საქართველომ ყველაფერი შეასრულა. `მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და რუსეთის თემა კარგად არის ცნობილი და კიდევ ერთხელ მინდა ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გაჟღერდეს. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცლელია, საქართველო მხარს ვერ დაუჭერს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, სანამ არ იქნება შესრულებული ის პირობები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს,`- განაცხადა მანჯგალაძემ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |