მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » `ბიზნეს ნიუ იუროპი` საქართველოს ეკონომიკის მინისტრზე
9:10 PM
`ბიზნეს ნიუ იუროპი` საქართველოს ეკონომიკის მინისტრზე



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების ახალმა მინისტრმა გაცილებით მეტი ინტერესი გამოიწვია სამთვიანი მუშაობის შედეგად, ვიდრე მისმა ორმა წინამორბედმა მინისტრმა - სტატიას ამ შინაარსით ვერა ქობალიაზე გავლენიანი გამოცემა `ბიზნეს ნიუ იუროპი` აქვეყნებს. ვერა ქობალიამ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა.

სტატიის ავტორი სამანტა შელდსი ყურადღებას ამახვილებს იმ ფოტოებზე, რომლებიც მის ახალგაზრდობაში მაიამის ერთ-ერთ კლუბშია გადაღებული და რუსულ მედიაში დიდი რეზონანსი და სკანდალური სტატიები მოჰყვა, მაგრამ ისინი მცდარი აღმოჩნდა.

სტატიის ავტორი წერს, რომ ქობალიას ორმა წინამორბედმა ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დანაპირებები ვერ შეასრულა. ვერა ქობალიამ კი მოსვლისთანავე დაასახელა საკუთარი პრიორიტეტები და განაცხადა, რომ ყველა რესურს გამოიყენებს, რათა პრივატიზაციის პროცესი დაჩქარებულად წარიმართოს და საქართველოში, რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია და იაფი ავიაკომპანია მიიზიდოს.





კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1143 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ბიზნეს ნიუ იუროპი საქართველოს ეკონო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar