მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » მთავარმა პროკურატურამ შპს `კონგარის`ხელმძღვანელი დააკავა
9:15 PM
მთავარმა პროკურატურამ შპს `კონგარის`ხელმძღვანელი დააკავა



კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ დააკავა შპს `კონგარის`ხელმძღვანელი ნუკრი ბურკაძე, რომელსაც ბრალი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ედება.

საუბარია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, რომელშიც კომპანია `კონგარმა`გაიმარჯვა, თუმცა სატენდერო პირობები სრულად არ შეასრულა.

პროექტი ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის შემცველი ბროშურების დაბეჭდვას და გავრცელებას ითვალისწინებდა. აუდიტმა დაასკვნა, რომ ბიუჯეტის პირდაპირმა ზარალმა 61 446 შეადგინა, ხოლო 322 600 ლარი არარეკომენდებულად და არამიზნობივად დაიხარჯა.

აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ ტენდერში ვერ გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის სატენდერო პაკეტშიც საინფორმაციო ბროშურების დასაბეჭდად 117,450 ლარით ნაკლები იყო გათვალისწინებული. ამასთან, სამინისტრომ პროექტის ხანგრძლივობა შეამცირა, თუმცა არ შეუმცირებია მისი ბიუჯეტი, ხოლო საინფორმაციო ბუკლეტები, ფართო მასებში გავრცელების ნაცვლად, სახელმწიფო ორგანიზაციებში დარიგდა. აუდიტი კომპანიას ბროშურების შინაარსსაც უწუნებს, პასუხისმგებლობას კი ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს პაპუნა პეტრიაშვილს აკისრებს.



კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1146 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: მთავარმა პროკურატურამ შპს კონგარისხ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar