მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 25 » ევროსაბჭო საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ანგარიშს მოისმენს
1:48 PM
ევროსაბჭო საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ანგარიშს მოისმენს


27 ოქტომბერს, სტრასბურგში ევროსაბჭოს რეგიონალური თვითმმართველობების პლენარული სესია გაიმართება. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძემ განაცხადა, სესიაზე წარდგენილი იქნება ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
როგორც კალანდაძემ განაცხადა, სესიას დაესწრება თბილისის მერი გიგი უგულავა და მას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობაც მიეცემა.
"როგორც ვიცით, ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა. მათ განახორციელეს მონიტორინგი, შემუშავდა პოზიტიური დასკვნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ დასკვნის საბოლოო განხილვა 27 ოქტომბერს, ევროსაბჭოს რეგიონალური თვითმმართველობების პლენარულ სესიაზე გაიმართება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.




































კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 867 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar