მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 25 » ვანო მერაბიშვილი - პოლიცია არა ძალოვანი სტრუქტურა, არამედ სერვისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ემსახურება
11:50 PM
ვანო მერაბიშვილი - პოლიცია არა ძალოვანი სტრუქტურა, არამედ სერვისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ემსახურება


პოლიცია არა ძალოვანი სტრუქტურა, არამედ სერვისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ემსახურება. ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანია "ინტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
"პოლიციის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 82%-ია. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია", - აღნიშნა მერაბიშვილმა ტელეკომპანია "ინტერის" ეთერში.
უკრაინელ მაყურებელს ვანო მერებაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
"პოლიციის რეფორმირება ქართული "ნაციონალური ბრენდია", საქართველოში პოლიციელები უყვართ და აფასებენ. პოლიციელად გახდომას ოცნებებს ყველა ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო სიტყვა კორუცია "არქაიზმში" გადადის", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, რეფორმა ეს ისეთი რამაა, რომელიც არასდროს სრულდება.
"თუ რეფორმების გატარებას ერთი დღით მაინც შეაჩერებ, ყველაფრი უკან დაბრუნდება. ქვეყანა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა მაფიის სამშობლოდ ითვლებოდა, დღეს ღამით ქუჩაში მშვიდად სიარული შეიძლება", - აღნიშნავს საქართველოს შს მინისტრი.






























კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1197 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar