საქართველოს პრეზიდენტი ფრანკოფონიის სამიტს ესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი შვეიცარიის ქალაქ მონტროში ფრანკოფონიის სამიტს ესწრება.
სამიტზე საქართველოს დამკვირვებლის სტატუსი აქვს, რაც პრეზიდენტის სიტყვით
გამოსვლას არ ითვალისწინებს. თუმცა, ამის მიუხედავად, სამიტის მონაწილეებმა
მიხეილ სააკაშვილი ძალზე მნიშვნელოვან სტუმრად მიიჩნიეს და გამონაკლისის
სახით, სიტყვით გამოსვლისთვის მას დრო საგანგებოდ გამოუყვეს. ამას
გარდა, სამიტზე მიიღეს რეზოლუცია, რომლის ერთი პუნქტი მთლიანად ეთმობა
საქართველოს და რომლითაც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ცალსახად უჭერენ
მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული
საზღვრებში. ასევე, რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეთანხმებიან
შეხვედრების გაგრძელებას ჟენევის ფორმატში და მხარს უჭერენ გაეროს
რეზოლუციას დევნილების უპირობო დაბრუნების თაობაზე. სამიტის მონაწილეებმა
რეზოლუციის ტექსტში რუსეთის მხრივ ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების შესრულების
მოთხოვნაც გამოხატეს. ფრანკოფონიის სამიტზე 70 ქვეყანა მონაწილეობს და ამ ქვეყნებს, ძირითადად, მათი პირველი პირები წარადგენენ.