მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » უკრაინა ქართული რეფორმების შესახებ
0:45 AM
უკრაინა ქართული რეფორმების შესახებ


მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმები უკრაინის ხელისუფლებისთვის სამაგალითოდ რჩება. ამ თემაზე უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა უკრაინა-ამერიკის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს რეფორმები მასში შურს იწვევს.

`ჩვენ გვშურს მათი და გაოცებული ვარ, იმით რომ საქართველომ აიწია ინვესტიციურად მიმზიდველი ქვეყნების რეიტინგში, მთავრობამ დიდ წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში და საკუთრების სფეროს ჩამოყალიბებაში,` - განაცხადა ვასილი ცუშკომ და აღნიშნა, რომ ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ დახმარებას.

უკრაინის ეკონომიკის მინისტრისთვის სამაგალითოა, რომ საქართველოში სამშენებლო ნაკვეთის გამოყოფის პროცედურა გამარტივებულია და ნებართვის მიღება სამი თვის ვადაშია შესაძლებელი, მაშინ, როცა ანალოგიური პროცედურისთვის უკრაინაში 2 წელიწადია საჭირო.

ვასილი ცუშკომ განაცხადა, რომ უკრაინა ეკონომიკის დერეგულაციისა და კორუფციის განადგურების იმავე გზას ირჩევს, რომელიც თავის დროზე საქართველომ აირჩია. ამისათვის ეკონომიკის მინისტრი რამდენიმე მაღალჩინოსანს საქართველოში ჩამოსვლას და ქართველი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას ურჩევს.















კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1073 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar