მთავარი » 2010 ოქტომბერი 18 » გია თორთლაძემ სოფლის კრებებთან დაკავშირებული კანონპროექტი უკან გაიწვია
9:04 PM გია თორთლაძემ სოფლის კრებებთან დაკავშირებული კანონპროექტი უკან გაიწვია | |
ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძემ სოფლის კრებებთან დაკავშირებული კანონპროექტი უკან გაიწვია . გია თორთლაძემ პარლამენტის ბიუროს "საქართველოს სოფლებში სათათბირო კრებების შესახებ" კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ დღეს მიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ძლიერ საქართველოში" განუმარტეს, კანონპროექტის უკან გაწვევის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოებაა, რომ სრულიად შესაძლებელია სოფლებში სათათბირო კრებების ჩატარების საკითხი არა ცალკე კანონით, არამედ თვითმმართველობის კანონით დარეგულირდეს. ფრაქციაში აცხადებენ, რომ უახლოეს 6 თვეში შესაბამის საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილებას გაითვალისწინებს, პარლამენტში კვლავ შეიტანენ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |