მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » საქართველოში ხვალ ნატოს დღეები იხსნება
0:55 AM
საქართველოში ხვალ ნატოს დღეები იხსნება

საქართველოში ხვალ ნატოს დღეები იხსნება საქართველოში ხვალ ნატოს დღეები იხსნება. კვირეული 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ნატოს დღეების ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში. სპეციალურად ნატოს დღეებისთვის თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან ალიანსის სახალხო დიპლომატიის სამმართველოს წარმომადგენლები და ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები. კვირეული ხვალ სიღნაღის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება და 23 ოქტომბერს ქუთაისში აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში საზეიმო კონცერტით დაიხურება.

























კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1068 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar