მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » კონდოლიზა რაისის წიგნის პრეზენტაია ვაშინგტონში
0:40 AM
კონდოლიზა რაისის წიგნის პრეზენტაია ვაშინგტონში


ვაშინგტონში კონდოლიზა რაისის წიგნის პრეზენტაია გაიმართა. შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის მემუარები წიგნების მაღაზიებში დღეიდან იყიდება. ეს რაისის მემუარების პირველი ტომია და მისი ბავშვობის მოგონებებს ეხება.

წიგნის სათაურია `არაჩვეულებრივი, ჩვეულებრივი ადამიანები`. მეორე ტომში, რომელიც 2011 წელს გამოვა, კონდოლიზა რაისი აპირებს პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობის წლები აღწეროს, რომელმაც მას მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალის ტიტული მოუტანა.

პრეზენტაციის დროს, კონდოლიზა რაისმა დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა. მან, როგორც სოვიეტოლოგმა, რუსეთის შესახებაც ილაპარაკა.

`რუსეთთან ურთიერთობა ყოველთვის რთულია. თუმცა ვფიქრობ, ჩვენთვის ურთთიერთობა ნორმალური იყო. რუსები გვეხმარებოდნენ ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ კორეის, ტერორიზმის და ირანის საკითხებზეც კი. რუსებს სურდათ ხელი მოეწერათ უშიშროების საბჭოს რეზოლუციისთვის და როგორც ვიცი, სწორი გზავნილებიც ჰქონდათ ირანელების მიმართ. ურთიერთობა ზოგიერთ საკითხებში კარგი იყო, გარდა იმ თემებისა, რომლებიც ეხებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებს. საქართველოს, უკრაინის, ცენტრალური აზიის, ასევე პოლონეთისა და ჩეხეთის საკითხებს. ეს ყველაფერი რუსეთთან რთული მოსაგვარებელი იყო,` - განაცხადა მან.













კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1138 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar