მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 14 » სააკაშვილის ინტერვიუ უკრაინელ ჟურნალისტთან
6:18 PM
სააკაშვილის ინტერვიუ უკრაინელ ჟურნალისტთან



რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელი ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობდა. დიმიტრი გორდონი მიხეილ საკაშვილს საათახევრის განმავლობაში სტუმრობდა. უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური ცხოვრების ყველა დეტალით დაინტერესდა. ინტერვიუ ქვეყანაში განხორცილებულ რეფორმებზე შეკითხვით დაიწყო.

`მინდა ძალიან მალე ევროპულ სტანდარტებზე გადავიდეს ჩვენი საზოგადოება, განუვითარდეს დასავლური აზროვნების სტილი. ახლახან ჩამოვიყვანეთ ინგლისურის მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს არა მარტო ქალაქებში, არამედ სოფლებშიც განვათავსეთ. 5- 6 წლის წლის შემდეგ, ვისაც შეუძლია კიდევ ისწავლოს ენები, ინგლისურენოვანი გახდება და ეს არ არის კაპრიზი, არამედ მნიშვნელოვანი პირობაა, რომ მიიღო თანამედროვე ინფორმაცია და იცოდე რა ხდება მსოფლიოში. ბოლო 6 წლის განმავლობაში, საქართველოში უფრო მეტი ახალგაზრდა დაბრუნდა, ვიდრე ქვენიდან გავიდა. ახლაგაზრდებს გაუჩნდათ პერსპექტივა საკუთარ ქვეყანაში. იმიტიმ, რომ თვლიან, რომ მათ აქვთ აქ მომვალი, ნაწილობრივ ეს იმით იხსნება, რომ მთავრობაში ბევრ მათ თანატოლს ხედავენ,` - განაცხადა სააკაშვილმა.  

საქართველოს მთავრობის შეამდგენლობა, რომელიც 40 წლამდეა, უკრაინელი ჟურნალისტისთვის უჩვეულო აღმოჩნდა. ახალგაზრდა კადრებზე საუბრის დროს, დიმიტრი გორდონი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნო და შემდეგ ძალოვან სტრუქტურაში მიმდინარე სიახლეებითაც დაინტერესდა.

ქვეყნის შიდა პოლიტიკის შემდეგ, შეკითხვები უკვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შეეხო. გადაცემის ავტორის თქმით, აგვისტოს ომის მიუხდავად ქვეყნის ეკონომიკური და საინვეტიციო კლიმატის განვითარების ტემპი საქართველოში არ შენელებულა, მაგალითისთვის კი მან ბათუმი მოიყვანა.

უკრაინელი ჟურნალისტის შეკითხვები ქვეყნის მომავალსაც შეეხო და დაინტერესდა, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი.

`მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გავხდებით ნატოს წევრები და ღმერთმა ქნას, ევროკავშირის წევრებიც გავხდეთ. საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, რომელიც სრულად იზირებს ევროპულ ფასეულობებს და ამიტომ ნატოში გაცილებით მალე შევალთ, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია,` - უპასუხა სააკაშვილმა.  

მაღალი ინტელექტი, თამადის მჭევრმეტყვება და ჰოლივუდური ღიმილი, -ასე შეაფასა საუთარი რესპოდენტი უკრაინელმა ჟურნალისტმა. შეფასებები და პრეზიდენტთან ინტერვიუს სრული ვერსია დიმიტრი გორდონის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.





























კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1108 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar