მთავარი » საინტერესო სტატიები
« 1 2 3 4 5 6 7 ... 15 16 »
ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი კაცობრიობას გადასარჩენად კოსმოსში გაქცევისკენ მოუწოდებს

მომავალ 200 წელიწადში კაცობრიობას კოსმოსური სივრცის დაპყრობა მოუწევს, რათა სრულ გადაშენებას გადაურჩეს. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Big Think-ს მსოფლიოში აღიარებულმა ბრიტანელმა ასტროფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა განუცხადა.

მეცნიერის თქმით, კაცობრიობის ბედი ბეწვზე რამდენჯერმე უკვე ეკიდა. მაგალითად, კარიბის კრიზისის დროს. ახლო მომავალში კი ადამიანებს უფრო მეტი საფრთხე გვემუქრება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


როგორ ვიშოვოთ მილიონი - წარმატებულ ქალბატონთა რჩევები
ისინი არც ზღაპრული ქონების მემკვიდრენი ყოფილან და არც ფერია გახლდათ მათი ნათლია. ერთმა მათგანმა მხოლოდ შოკოლადის ორცხობილას რეცეპტი იცოდა, მეორე კი სასკოლო თემებში ფანტაზიას გასაქანს აძლევდა და მაღალი მოდის სამყაროს დაპყრობაზე ოცნებობდა. თითოეულმა მათგანმა მიზნისკენ მიმავალ გზაზე წარმატების საკუთარი პრინციპი შეიმუშავა და მართლაც, ახლა ორივე წარმატებული ბიზნესმენი გახლავთ.

მიუჩია პრადა
გასული საუკუნის მიწურულს მარიო პრადა ჩინებულ სამგზავრო ჩანთებს ყიდდა. საქმე მემკვიდრეობით მისმა ქალიშვილმა, ლუიზამ მიიღო, მაგრამ ამით პატარა კომპანიაში არაფერი შეცვლილა. 1979 წელს ოჯახურ ბიზნესს მარიოს უმცროსი შვილიშვილი - დინჯი, სერიოზული, სამყაროს შეცვლაზე მეოცნებე მიუჩია ჩაუდგა სათავეში.

გოგონამ, რომელიც მუდამ მოკრძალებულ, სადა სამოსს ანიჭებდა უპირატესობას, პოლიტოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო, პოლიტიკური მოღვაწეობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ყველაფერზე უარის თქმა მოუხდა - უარი თქვა ოცნებაზე, სამომავლო გეგმებზე, კარიერაზე, რადგანაც ოჯახური ბიზნესი კრახის მიჯნაზე იყო. 29 წლის პოლიტოლოგს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა მოეხერხებინა ამ
ჩანთებისთვის...

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ჩინეთის რესტორანში მზარეულებს ნესვი ქალის მუცელზე დააჭრევინეს
ჰუბეის პროვინციის სასტუმროს რესტორანში მზარეულის შესარჩევად უჩვეულო კონკურსი გამართეს - მზარეულობის პრეტენდენტებს სათუთად უნდა დაეჭრათ ნესვი ქალის მუცელზე.

როგორც Orange News იუწყება, 15 მონაწილეს შორის დავალება ყველაზე კარგად ხუ გუამ შეასრულა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


რატომ არ წყალობენ მამაკაცები ჭკვიან ქალებს
სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მამაკაცთა უმრავლესობა ჭკვიან ქალებს ერიდება, სულელებს კი უკეთ ეგუება. მაინც რა განსხვავებაა ჭკვიან და სულელ ქალს შორის?

სულელი, უმეტესწილად, ბუნებრივად მიმზიდველია და შეუძლია, ცხოვრების დინებას მიჰყვეს. ჭკვიანი ქალი კი გარეგნობით ნაკლებად მანიპულირებს და წინა პლანზე პიროვნულ ღირსებებს წამოსწევს.

სულელს უღირს საქციელსაც კი მიუტევებენ, ამბობენ, - უნებლიეთ, სისულელით მოუვიდაო. ჭკვიანს შეცდომებს არასოდეს აპატიებენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


ასტრონავტ ნილ არმსტრონგს 80 წელი შეუსრულდა
ამერიკელ ავსტრონავტ ნილ არმსტრონგს, რომელის პირველი ადამიანია, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა, დღეს 80 წელი შეუსრულდა. კოსმოსური ხომალდის "აპოლონ 11"-ის კიბიდან მთვარის ზედაპირზე ფეხის დადგმისას მან ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: "ეს პატარა ნაბიჯია ადამიანისთვის, მაგრამ გიგანტური ნახტომია მთელი კაცობრიობისთვის".

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ბადენ-ბადენში მოცარტის ფორტეპიანო აღმოაჩინეს
გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში ფორტეპიანო აღმოაჩინეს, რომელზეც ვოლფგანგ ამდეუს მოცარტი უკრავდა, იტყობინება ტელეარხი SWR.

1760 წელს გამოშვებული ინსტრუმენტი ამჟამად ფორტეპიანოს სახელოსნოში ინახება. სახელოსნოს მეპატრონე მარტინ ბეკერმა ის 1980-იან წლებში სტრასბურგელი ანტიკვარიატით მოვაჭრისგან შეიძინა. ახალ მეპატრონეს მთელი ამ დროის მანძილზე ფორტეპიანოსთვის რესტავრაცია არ გაუკეთებია, ამის გათვალისწინებით ნივთი საკმაოდ კარგად გამოიყურება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ანგელა მერკელი შვებულების დროს სტალინის ბიოგრაფიას კითხულობს
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც შვებულების გასატარებლად სამხრეთ ტიროლში გაემგზავრა, ხელს თან იოსებ სტალინის ბიოგრაფიული წიგნი გააყოლა, რომელსაც დასვენებისას წაიკითხავს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild am Sonntag იუწყება.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


გაიხსნა ვირტუალური სტრიპტიზ-კლუბი

თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ სტრიპტიზის მოცეკვავე გოგონები კლუბ Lolitas Cantina-ში ძალიან რეალისტურად გამოიყურებიან.

ვირტუალური სტრიპტიზ-კლუბი კომპანია Digital Illusions-მა დააპროექტა, იტყობინება Korrespondent.net. ილუზიის შესაქმნელად სპაციალისტებმა მაღალი გარჩევადობის ვიდეო და თანამედროვე პოლიმერული გამოგონებები გამოიყენეს. ჰოლოგრაფიულ შოუს დიჯეი რეჟისორობს, რომელიც თანამედროვე აუდიო-ვიზუალურ წარმოდგენას დგამს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


მეცნიერებმა შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა მდინარე აღმოაჩინეს
ინგლისის ქალაქ ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი იუწყება, რომ შავი ზღვის ფსკერზე მსოფლიოში ერთადერთი წყალქვეშა მდინარე აღმოაჩინეს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მდინარის სიგრძე 37 საზღვაო მილია, სიგანე კი - ნახევარ მილზე ცოტა მეტი. დინების სიჩქარე საათში 4 მილია (დაახლოებით 7,5 კმ/სთ). სიგრძის გათვალისწინებით, მდინარე საკმაოდ წყალუხვია - 22 ათასი კუბამეტრი წამში. შედარებისთვის, ეს მდინარე ხმელეთზე რომ ყოფილიყო, ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე იქნებოდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


რუსები კვამლისგან ოქროს მიღებაზე მუშაობენ
რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური საიტი სენსაციურ ცნობას ავრცელებს.

რუსეთში გამალებით მუშაობენ მოწყობილობაზე, რომლის მეშვეობით კვამლი ოქროდ უნდა გარდაიქმნას. ამ პროექტში სახელმწიფო 3,7 მლნ რუბლის ჩადებას აპირებს,  ბიუჯეტიდან კიდევ ერთი მილიონი კი "დოკუმენტაციის მომზადებას" უნდა მოხმარდეს.

ტენდერის პირობების თანახმად, "საქმეში ნაცადი, 500 კუბ.მეტრი/სთ-ის წარმადობის მოწყობილობა, რომელიც კვამლის აირებიდან ოქროს მიიღებს, 2010 წლის 1 დეკემბერს მზად უნდა იყოს". დამკვეთი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი განყოფილება - ამურის სასწავლო ცენტრია.

დოკუმენტთა თანახმად, ამ საკმაოდ საპასუხისმგებლო დაკვეთის შემსრულებელი, ტენდერში გამარჯვებული "ეკატერინებურგის სამეცნიერო-ინჟინრული კავშირის საზოგადოებრივი ორგანიზაციაა".



by:Nikolozi


უინსტონ ჩერჩილის პროთეზი აუქციონზე გაიყიდა
ინგლისში, მეორე მსოფლიო ომის დროს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის უისტონ ჩერჩილის კბილების პროთეზი გაიყიდა. ეს არაჩვეულებრივი ლოტი აუქციონის სახლმა Keys Auctioneers-მა 15,2 ათას ფუნტ სტერლინგად (23,7 ათასი დოლარი) გაასაღა, რაც იმაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ექსპერტები ვარაუდობდნენ.

თავის დროზე პროთეზი ახალგაზრდა ექიმმა დერეკ კადლიფმა შექმნა, ჩერჩილის გარდაცვალების შემდეგ კი ის დანტისტის ბინაში ინახებოდა. პროთეზი აუქციონზე დანტისტის შვილმა ნაიჯელმა გამოიტანა, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთი ძვირფასი არტეფაქტი მუზეუმში შენახვას იმსახურებს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ნიკოლა სარკოზიმ ახალ საპრეზიდენტო თვითმფრინავში აბაზანის განთავსება მოითხოვა
საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თვითმფრინავი საშემოდგომოდ მზად იქნება.

176 მლნ ევროდ შეფასებული ლაინერ А-330-ის ბორტზე აუცილებელი ყველაფერი იქნება: საშუალო ფართის სათათბირო დარბაზი, კოდირებული კავშირგამბულობის სრული სისტემა - ფაქსიდან დაწყებული, ინტერნეტით დამთავრებული, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, მომცრო ამბულატორია და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის კაბინეტი



by:Nikolozi


საფრანგეთში მტრედებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს აძლევენ
ფრანგული ქალაქის ბრინიოლის ხელისუფლებამ მტრედების გამრავლებას ბრძოლა გამოუცხადა, - იუწყება Le Post. იმისათვის, რომ პოპულაციის გამრავლება შეაჩერონ, ბრინიოლელები მტრედებს ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატით გაჯერებულ სიმინდს უყრიან.

ბრინიოლის მერიამ მტრედების კონტრაცეპტული საშუალებებით უზრუნველყოფა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მშვიდობის სიმბოლოდ მიჩნეულ ამ ფრინველთა თაობაზე მოქალაქეთაგან უამრავი საჩივარი მიიღო.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


როგორ საათებს ატარებენ ცნობილი ადამიანები
ადამიანები მრავალი  საუკუნის  განმავლობაში ითვალისწინებდნენ მოდის ტენდენციებს და თავიანთი ინდივიდუალურობის ხაზგასასმელად იცვლიდნენ  ვარცხნილობას, სამოსს, აქსესუარებს.

გარდერობის ზოგი ატრიბუტი წარსულს ჩაჰბარდა, ზოგმა სახე იცვალა, მაგრამ მაჯის  საათები ყოველთვის  იყო მოდური და ასეა დღესაც.

სწორედ საათია მამაკაცის სტატუსის განმსაზღვრელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარეგნული მაჩვენებელი. 

ბენჯამენ ფრანკლინის ნათქვამი: "დრო ფულია!" დღესაც აქტუალურია - თანამოსაუბრის საათისთვის თვალის ერთი შევლებაც კი საკმარისია  საზოგადოებაში მისი  სტატუსის, გადახდისუნარიანობისა და გემოვნების  განსაზღვრისთვის.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi