მთავარი » საინტერესო სტატიები
« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 15 16 »
სლოვენიაში ცნობილი ჰაკერი Iserdo დააკავეს
ჰაკერი, რომელიც ცნობილია ნიკით Iserdo, სლოვენიაში ვირუს mariposa-ის ("პეპელა") შექმნაში მონაწილეობისა და "კომპიუტერული ზომბების" მძლავრი ქსელის ჩამოყალიბებისთვის დააკავეს.

საუბარია ე.წ. "ბოტნეტზე". მავნე პროგრამა ინტერნეტიდან კომპიუტერში შეღწევის შემდეგ მის რესურსებს აკონტროლებს და თავისი მიზნებით მოიხმარს. მაგალითად, პროგრამა სპამ-შეტყობინებებს ისე გზავნის, რომ მომხმარებელი ვერც კი ამჩნევს, რომ მის კომპიუტერში ვირუსია.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


სასამართლომ 14 წლის ჰოლანდიელ გოგონას დედამიწის გარშემო მოგზაურობის ნება დართო
ჰოლანდიელმა გოგონამ, რომელსაც სურს, ყველაზე ახალგაზრდა მეზღვაური გახდეს, ვისაც დედამიწის გარშემო იახტით მარტოს უმოგზაურია, სასამართლოსგან გამგზავრების ნებართვა მიიღო.

ამ დროისთვის რეკორდი 16 წლის ავსტრალიელ ჯესიკა უოტსონს ეკუთვნის, რომელმაც დედამიწის გარშემო მარტომ 2010 წლის მაისში იმოგზაურა.

ლაურა დეკერი დედამიწის გარშემო მოგზაურობას რვამეტრიანი იახტა "გუპით" შარშანაც აპირებდა, მაგრამ მაშინ სასამართლომ გოგონას უცნაური წადილის ასრულების ნება არ დართო და სახელმწიფო სოციალურ მუშაკთა მეთვალყურეობის ქვეშ დროებით ყოფნა დაუწესა.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


მობილური ტელეფონები უნიტაზებზე 18-ჯერ ბინძურია
მობილური ტელეფონები ბაქტერიების 18-ჯერ უფრო სქელი ფენით არის დაფარული, ვიდრე მამაკაცთა ტუალეტის ჩასარეცხი ავზის სახელური, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები საკუთარი კვლევის საფუძველზე.

სინჯების ანალიზის შედეგად, რომელიც 30 მობილური ტელეფონიდან აიღეს, გაირკვა, რომ შვიდი აპარატი ბაქტერიების სიცოცხლისთვის მავნე რაოდენობას შეიცავდა, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე ნაწლავური ჯგუფის ბაქტერიების კონცენტრაცია იმდენად მაღალი იყო, მობილურით სარგებლობას თავისუფლად შეეძლო საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა, წერს ”დეილი ტელეგრაფი”.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


კიბოს ლუდიც იწვევს
ალკოჰოლზე დამოკიდებულების საკითხზე მომუშავე გერმანელი ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მსოფლიოში კიბოთი დაავადების ყოველი 30-ე შემთხვევის მიზეზი ალკოჰოლიზმია.

მეცნიერთა თქმით, განუკურნებელი ავადმყოფობით დაავადების მიზეზი არა მხოლოდ ძლიერი სპირტიანი სასმელები შეიძლება გახდეს, არამედ ლუდიც.

ცნობილია, რომ ალკოჰოლი მთელ ორგანიზმს წამლავს. დაზიანება ვრცელდება როგორც საჭმლის მომნებელ ორგანოებზე, ისე ღვიძლსა და გულზე. ალკოჰოლიზმის შედეგად ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი, მნიშვნელოვნად ზიანდება სისხლის მიმოქცევის და იმუნური სისტემა. ამასთან, ალკოჰოლი მავნე გავლენას ახდენს ნერვულ და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებსა და მუსკულატურაზე.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:Nikolozi


აშშ-ში დათვმა ავტომობილი გაიტაცა
კოლორადოს შტატში დათვი, უნებლიედ, ავტომობილის გამტაცებლად იქცა.
ვიდრე ავტომობილის 17 წლის მფლობელ ბენ სტორისა და მის ნათესავებს შინ ტკბილად ეძინათ, ბანჯგვლიანი სტუმარი მათ ჩაუკეტავ ტოიოტაში შეძვრა.

როგორც ჩანს დათვი ავტომობილის უკანა სავარძელზე დატოვებული ბუტერბროდის სურნელმა მიიზიდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


საფრანგეთში მყინვარს საბანს გადააფარებენ
საფრანგეთში, ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტ ლეზ-არკის მყინვარის ეგილ რუჟის ზედაპირს უზარმაზარ საბანს გადააფარებენ, - იტყობინება Euronews. საბანმა მყინვარი მზის სხივებისგან უნდა დაიცვას, რათა გადნობას გადაარჩინოს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მყინვარის დაცვის ასეთ ტექნოლოგიას პირველად მიმართეს, თუმცა შვეიცარიაში, ავსტრიასა და იტალიაში საბანმა თავის ეფექტურობა უკვე არაერთგზის დაამტკიცა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


სისხლის ჯგუფი და პროფესია
არც ერთ სხვა ქვეყანაში ისეთ ყურადღებას არ აქცევენ სისხლის ჯგუფს, როგორც იაპონიაში. თუ ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ყველგან რეკომენდაციას, გამოცდილებასა და დიპლომს გთხოვენ, ამომავალი მზის ქვეყანაში სისხლის ჯგუფს გკითხავენ.

თუ "არასამუშაო" სისხლის ჯგუფი გაქვთ, შეიძლება, სამსახურში არ მიგიღონ. იაპონელების აზრით, სისხლის ჯგუფი ადამიანის შრომისუნარიანობასა და სიყვარულს განსაზღვრავს. ზოგიერთი იაპონელი ვაჟი გოგონას ჯერ სისხლის ჯგუფს ეკითხება და შემდეგ პაემანს უნიშნავს.



by:Nikolozi


2012 წელს სამყაროს დასასრული არ იქნება
როგორც ჩანს, წარმოდგენები იმის შესახებ, თითქოს პლანეტას 2012 წელს გაუგონარი კატაკლიზმები დაატყდება, ტორტუგეროს ძეგლზე მაიას ცივილიზაციის ნიშნების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


ახმეტაში კატამ ლეკვი დაბადა
ახმეტის რაიონში ანომალური შემთხვევა მოხდა - კატამ ლეკვი დაბადა. როგორც კატის მეპატრონე ანზორ კოჭლამაზაშვილი აცხადებს, ეს უცნაური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


წყვილი სექსის დროს ფანჯრიდან გადავარდა
როგრც ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იტყობინება, ინციდენტი გერმანიის ქალაქ ლიუბეკაში მოხდა.
პოლიციის მონაცემებით, წყვილი მრავალსართულიანი სახლის პირველ სართულზე, ფანჯრის რაფაზე სექსით იყი დაკავებული. ისინი ამ ბინაში მეუღლეებისგან მალულად ერთმანეთს რეგულარულად ხვდებოდნენ. სექსის დროს ქალი, რომელიც ფანჯრისკენ ზურგით იჯდა, მეტისმეტად გადაიხარა უკან, რის შედეგადაც ფანჯრიდან გადავარდა და თან საყვარელიც გაიყოლა.



by:Nikolozi


გერმანიაში ჭარბ წონაზე გადასახადს დააწესებენ

გერმანიაში ბუნდესტაგის დეპუტატი მარკო ვანდერვიცი მძიმეწონიანი ადამიანებისთვის სამედიცინო დაზღვევის გაძვირების წინადადებით გამოვიდა, იტყობინება გერმანული გაზეთი Welt-ი.

ვანდერვიცის აზრით, მსუქანი ადამიანები "არაჯანსაღი ცხოვრების წესს შეგნებულად მისდევენ და ამის გამო პასუხი ფინანსური თვალსაზრისითაც უნდა აგონ".

ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ეკონომისტმა იურგენ ვაზემმა პარლამენტარის ინიციატივას მხარი დაუჭირა.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


2020 წელს მთვარეზე ლიფტი იმოძრავებს
თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სათანადო ინვესტიციების შემთხვევაში 2020 წლისთვის მთვარეზე კოსმოსური ლიფტი აიგოს. ამის შესახებ კომპანია LiftPort Group-ის დამაარსებელმა მაიკლ ლეინმა განაცხადა.

”ჩვენ ეს საკითხი საკმაოდ საფუძვლიანად შევისწავლეთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია და ადრე თუ გვიან, მთვარეზე კოსმოსური ლიფტი აუცილებლად ამოქმედდება”, - განაცხადა ლეინმა.

კონსტრუქციის პროექტში მთვარის ზედაპირსა და ე.წ. L1-ის წერტილში (დედამიწასა და მთვარეს შორის კოსმოსურ სივრცეში) ”ღუზების” განთავსება მოიაზრება, რომელთა შორის გამავალ ტროსზე ლიფტი იმოძრავებს.



by:Nikolozi


ფეხბურთელები და მათი ცოლები
სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მუნდიალი ვარსკვლავების სიმცირეს ნამდვილად არ უჩიოდა. მეორე საკითხია, როგორ ითამაშეს ამ ვარსკვლავებმა, თუმცა მკითხველისთვის მაინც საინტერესო უნდა იყოს იმ მოთამაშეთა "თერთმეტეულის" გაცნობა, რომლებზეც სხვებზე ხშირად ლაპარაკობდნენ მუნდიალის მიმდინარეობისას. მით უმეტეს, რომ თავად ფეხბურთელთა გარდა, მათ ლამაზმან მეუღლეებსაც გაგაცნობთ.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


ამერიკელი ექსტრემალი გოგონა ზვიგენებთან თამაშობს
ქვიშის ზვიგენები, რომლებიც ქვიშის ვეფხვებისა და ავსტრალიური ძიძა-ზვიგენების სახელებით არიან ცნობილნი - გრძელი ზვიგენებია, მათ მრავალი ბასრი კბილი აქვთ. სახიფათო გარეგნობის მიუხედავად, ზვიგენების ეს სახეობა საკმაოდ მშვიდია. ადამიანს მხოლოდ მაშინ ესხმის თავს, თუ შეაწუხებს.

უშიშარ სპორტსმენს ეშლი ფუტრალი ოკეანის ბინადრებთან ერთად ხელოვნურ რიფთან უკვე 100-ჯერ უცურავია.

ოკეანის მიმართ ეშლის სიყვარულს საზღვარი არ აქვს. "ხელოვნური რიფის გარშემო მცურავი ზვიგენები საოცარი სანახავნი არიან, - ამბობს ის. - ჩემთვის დიდი პატივია მათთან ერთად ყოფნა".



by:Nikolozi