მთავარი » საინტერესო სტატიები
« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 15 16 »
ჟაკ-ივ კუსტო - ადამიანი, რომელმაც თავი ზღვას მიუძღვნა
ამ კაცზე ამბობდნენ, რომ მას ადამიანებსა და ხმელეთზე მეტად, ზღვა და თევზები აინტერესებდა. მართლაც, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მან თავისი შემოქმედებით ადამიანებსაც მიაქცია ყურადღება: ანტარქტიდის ნაპირებთან კვლევების ჩატარებისას, მისი გემი აისბერგს შეეჯახა და მაგელანის სრუტეში, პუანტა-არენასის პორტში იძულებით რემონტზე დადგა. უსაქმურობისგან გაბეზრებულმა კუსტომ გადაწყვიტა, ცეცხლოვანი მიწის (ანტარქტიდასა და სამხრეთ ამერიკას შორის მდებარე 40 ათასი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი) აბორიგენი მოსახლეობის შესახებ ფილმი გადაეღო; თუმცა, ამ ფილმში დასმული პრობლემატკაც მისთვის "მშობლიური" იყო - თუკი წიგნებისა და ტელევიზიის დახმარებით გადაშენების პირას მყოფი თევზების დაცვა შეიძლებოდა, გადაშენების პირას მყოფმა ტომებმა რაღა დააშავეს?!.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


აშშ-ში ციხის ზედამხედველი ქალი Playboy-ში გადაღების გამო სამსახურიდან დაითხოვეს
არკანზასის შტატის ერთ-ერთი ციხის ზედამხედველი ჯესი ლანდერბი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ის მამაკაცების ჟურნალ Playboy-ისთვის გადაიღეს, იტყობინება ადგილობრივი ტელეარხი 40/29 News.

გოგონას ფოტოები Playboy-ის ივნისის ნომერში დაიბეჭდა. ნომრის გამოსვლის შემდეგ ვაშინგტონის ოლქის შერიფმა ლანდერბი თავიდან ადმინისტრაციულ შევებულებაში გაუშვა, შემდეგ კი სამსახურიდან დაითხოვა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


საქართველო ბედნიერ ერთა შორის 115-ე ადგილზეა
გამოკითხვამ აჩვენა, რომ დანიაში მოსახლეობის 82% თავს ბედნიერად მიიჩნევს, 17%-ს პრობლემები აწუხებს და მხოლოდ 1% აღიარებს, რომ უბედურია. ამ ქვეყნის მოსახლეობის ბედნიერების ინდექსი 7,9 ქულით განისაზღვრა.

მეორე პოზიციაზე მყოფ ფინეთში მოსახლეობის 75%-ია ბედნიერი, 23%-ს პრობლემები აქვს, და მხოლოდ 2%-ია უბედური. დანიის საშუალო ინდექსი 7,8 ქულაა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ნორვეგიაში თითქმის არავინაა დამწუხრებული, თუმცა თავს ბედნიერად მხოლოდ 69% მიიჩნევს (7,9 ქულა). თითო პროცენტით ნაკლები მაჩვენებელი აქვთ ნიდერლანდებსა და შვედეთს (7,7 და 7,9 ქულა).



by:Nikolozi


რა ღირს ხიდიდან გადახტომა თბილისში?
ექსტრემალთა გუნდი "ექსთრემ თიმი" უკვე 7 წელია, სპორტის ექსტრემული სახეობებით არის დაკავებული და ჩვენს ქვეყანაში მის პოპულარიზაციას ცდილობს. გუნდში გაერთიანებულნი არიან საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის წევრები, პროფესიონალი და მოყვარული ალპინისტები.

"ბანჯი ჯამპინგის" (რაც ელასტიკური თოკით ხტომას ნიშნავს) მონაწილეს, მხტომელს, ანუ "ჯამპერს" სპეციალური სამაგრები უმაგრდება წელსა და ფეხებზე და სიმაღლიდან ხტება. 1950 წელს დევიდ ატენბორომ და ბი-ბი-სის გადამღებმა ჯგუფმა გაავრცელა დოკუმენტური ფილმი, სადაც ექსტრემალები მაღალი ხეებიდან ვაზის ლერწის დახმარებით ხტებოდნენ, რაც თავისებური სიმამაცის გამოხატულება იყო.

ამ ფილმმა კრის ბეკერი შთააგონა და ვაზის ლერწი ელასტიკური თოკით შეცვალა, რომელსაც ექსტრემალები ბანჯის უწოდებენ. პირველად ბანჯით გადმოხტომას სახიფათო სპორტის კლუბის წევრები შეეცადნენ. 1979 წლის 1 აპრილს ისინი კლიფტონის 250 მეტრი სიმაღლის ხიდიდან გადმოხტნენ, რის გამოც სამართალდამცველებმა დააკავეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რა გაჩნდა პირველად - კვერცხი, თუ ქათამი
ბრიტანელებმა მკაცრი მეცნიერული მეთოდებით დაადგინეს, რა გაჩნდა პირველად - კვერცხი, თუ ქათამი.

შეფილდისა და უორიკის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტების სამეცნიერო კოლექტივმა ძლიერი სუპერკომპიუტერის დახმარებით, ქათმის კვერცხის წარმოშობის პროცესის გენეტიკურ დონეზე მოდელირება შეძლო.



by:Nikolozi


ნიუ იორკში 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილზე უძველესი გემი და ღუზა იპოვეს
9 მეტრი სიგრძის ხის გემის ნარჩენებს ზღვის დონიდან 6 მეტრის ქვემოთ, მიწისქვეშა სამუშაოებისას მიაგნეს. თავდაპირველად მუშებმა ანძა და გემბანის ძელები აღმოაჩინეს, მომდევნო დღეს კი მიწისგან გემის კორპუსი გამოათავისუფლეს. გემთან ერთად აღმოჩნდა 40 კგ-იანი ღუზაც.

სავარაუდოდ, უწინ ხის გემი სხვადასხვა სახის ნარჩენებთან  ერთად კუნძულ მანჰეტენის ნაპირის გაფართოებისთვის გამოიყენეს, რათა მდინარე გუძონისგან მეტი ტერიტორია გამოეთავისუფლებინათ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


ინდონეზიის სანაპიროსთან მოქმედი წყალქვეშა ვულკანი აღმოაჩინეს
ინდონეზიის სანაპიროს სიახლოვეს ოკეანეში უზარმაზარი მოქმედი ვულკანი აღმოაჩინეს, რომლის სიმღლე 3,8 ათას მეტრს შეადგენს. ამის შესახებ აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სამმართველო იუწყება.

ვულკანმა, რომელიც 5,5 ათასი მეტრის სიღრმეშია, სახელწოდება ”კალიო ბარატი” მიიღო. მისი აღმოჩენა მკვლევარებმა დისტანციური მართვის წყალქვეშა ზონდით შეძლეს, რომლითაც სამეცნიერო-კვლევით გემი Okeanos Explorer არის აღჭურვილი.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


ბრაზილიის პრეზიდენტი მშობლებს ბავშვების ცემას უკრძალავს
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ქვეყნის პარლამეტში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც მშობლებს ბავშვების ცემას უკრძალავს.

პრეზიდენტის თქმით, კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე იდეას მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მათი აზრით, ახალი კანონპროექტი "დედებს ბავშვების აღზრდას უკრძალავს". მიუხედავად ამისა, ლულა ბავშვების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლას აპირებს.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


განათლებული ქალბატონების ქმრები უფრო დიდხანს ცოცხლობენ
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მეცნიერები.

აღმოჩნდა, რომ განათლებული ქალბატონების ქმრები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ის მამაკაცები, რომელთა ცოლებს მხოლოდ საშუალო სკოლა აქვთ დამთავრებული.

საქმე ის არის, რომ განათლებულმა ქალბატონებმა უკეთ იციან, როგორ იზრუნონ ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. უფრო მეტიც, მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე საკუთარ ინტელექტზე მეტად, სწორედ ცოლის განათლების დონე და სოციალური სტატუსი მოქმედებს.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


აშშ-ში სარეკლამო დაფებზე ობამა ჰიტლერსა და ლენინს გვერდში ამოუყენეს
აშშ-ში მოძრაობა Tea Party-ის აქტივისტებმა სარეკლამო დაფებზე პლაკატები გამოფინეს, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰიტლერისა და ლენინის გვერდითაა გამოსახული. პროვოკაციულ პლაკატზე რეაქციამ არ დააყოვნა - მისი შემქმნელები აგრესიასა და ორგანიზაციის სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულეს.

როგორც მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, პლაკატით მათ სურდათ საზოგადოებისთვის ეთქვათ, რომ განვითარების სოციალისტური გზა, რომელსაც ობამა ადგას, საკმაოდ საშიშია.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ყოველი მეხუთე დაქორწინებული მოღალატეა
ბრიტანელებმა ასეთი შედეგები 3 ათასი ადამიანის გამოკითხვის შედეგად მიიღეს. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთაგან ყოველი მეოთხე დაქორწინებული თავის ბედნიერად არ მიიჩნევს.

50% იმ ადამიანებისა, რომლებსაც მეუღლეებისთვის არასდროს უღალატიათ, აღიარებს, რომ დროდადრო სხვაზე მაინც ფიქრობენ.

კვლევამ აჩვენა, რომ საკუთარ მეორე ნახევარზე შეყვარებულებიც კი განიცდიან სხვისადმი ვნებებს. გამოკითხულთა 20%-მა განაცხადა, რომ უყვართ მეუღლეც და სხვაც.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


წარმოებაში ჰემინგუეის სახელობის ფეხსაცმელს ჩაუშვებენ, რომელსაც ”მშვიდობით, იარაღო” ერქმევა
ერნესტ ჰემინგუეის შვილმა წარმოებაში მამის სახელობის მამაკაცის ფეხსაცმლის ჩაშვებაზე თანხმობა განაცხადა, რომელსაც ”მშვიდობით, იარაღო” ერქმევა, - იტყობინება Associated Press.

82 წლის პატრიკ ჰემინგუეის თქმით, ფეხსაცმლის მთავარი ღირსება ისაა, რომ მისი ჩაცმა წინდების გარეშე შეიძლება. ცნობილია, რომ ნობელის პრემიის მფლობელი მწერალი წინდების ჩაცმას ვერ იტანდა.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


მეფე არტურის ცნობილი მრგვალი მაგიდა აღმოაჩინეს

ბრიტანელმა ისტორიკოსებმა დაადგინეს, თუ სად იმყოფება ციხესიმაგრე კამელოტი და მეფე ატრურის ლეგენდარული მრგვალი მაგიდა.

როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ციხესიმაგრე კამელოტი, სადაც მრგვალი მაგიდა იყო განთავსებული, ჩესტერში იმ ადგილზე მდებარეობდა, სადაც ცოტა ხნის წინ ძველრომაული ამფითეატრი აღმოაჩინეს, წერს გაზეთი The Daily Telegraph.

მრგვალი მაგიდა ავეჯის შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენდა, ეს იყო ხისა და ქვისგან გაკეთებული კაპიტალური კონსტრუქცია, რომელიც ყოფილი რომაული ამფითეატრის ცენტრში იდგა.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


ერთწლიანი პატიმრობა საკუთარი თავისთვის გაგზავნილი SMS-ისთვის
კალიფორნიის შტატში ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც საკუთარი ტელეფონის ნომერზე ასობით მუქარის შემცველ SMS-შეტყობინებას აგზავნიდა, განაჩენი გამოუტანეს.

ქალაქ სანტა-ანას უზენაესმა სასამართლომ 25 წლის ჟანა მუნდანგო მანუნგს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის თაღლითობასა და პოლიციაში ცრუ განცხადებების შეტანაში სცნეს დამნაშავედ, იტყობინება Associated Press.

საქმის მასალების მიხედვით, ჟანა მუნდანგო მანუნგმა შეტყობინებების გაგზავნა 2008 წელს დაიწყო. ცოტა ხნით ადრე ის შეყვარებულმა მიატოვა.

სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi