« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 15 16 » |
|
თქვენი აზრით, რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს გონებრივად მუშაობა და ფიქრი ამა თუ იმ ამოცანაზე? როგორც აღმოჩნდა, არც ისე დიდ ხანს.
ამერიკელმა
მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც რამდენიმე ასეული მოხალისე
მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივი ფიქრი ადამიანს სასიცოცხლო
ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს ართმევს.
მოხალისეები სამ ჯგუფად
გაყვეს და თითოეულ ჯგუფს კონკრეტული ამოცანა მისცეს, რომლის ამოხსნას
აზროვნება და დაფიქრება სჭირდებოდა. პირველ ჯგუფს სამუშაოდ 6 საათი
გამოუყვეს, მეორეს - ერთი საათი, მესამე ჯგუფისთვის კი დრო არ შეუზღუდავთ.
საუკეთესო შედეგი აჩვენა მეორე ჯგუფმა, ყველაზე ცუდი - პირველმა ჯგუფმა,
მესამე ჯგუფს კი საშუალო მაჩვენებელი ჰქონდა.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
რვაფეხა
”პაულმა”, რომელმაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების
ყველა მატჩისა და ფინალური შეხვედრის გამარჯვებულის ვინაობა გამოიცნო,
მედიუმის კარიერის გაგრძელებაზე უარი ”განაცხადა” და ქალაქ ობერხაუზენის
მშობლიურ ოკეანარიუმში დამსახურებულ პენსიაზე გავიდა.
სახეობა
Octopus vulgaris-ის წარმომადგენლები, მაქსიმუმ, სამი წელი ცოცხლობენ.
ადამიანური საზომით რომ განვსაზღვროთ, ორწლინახევრის პაული უკვე ღრმა
მოხუცია.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
სამხრეთ
აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კაპის პროვინციაში ახალი
სახეობის მცენარეს ”ვუვუზელა” დაარქვეს. ყვავილს ეს სახელი ფეხბურთის
მსოფლიო ჩემპიონატზე პოპულარული საყვირის პატივსაცემად უწოდეს. ამის
შესახებ სამხრეთ აფრიკის ბიოლოგიური კვლევევის ინსტიტუტის (SANBI) საიტი
იტყობინება.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ყველა
ხალხში, მიუხედავად ეროვნებისა, გავრცელებულისა სხვადახვა წესი, რომელსაც
თითქმის ყველა გულმოდგინედ იცავს. ეს წესები რწმენებს ემყარება და მათი
უმრავლესობა, შესაძლებელია, მართალი არც იყოს. ცრურწმენების ბევრ ადამიანს
სჯერა და მათ მიხედვით მოქმედებენ ხოლმე. როგორც წესი, ყოველთვის
გამოჩნდება თუნდაც ერთი რეალური მაგალითი, რომელიც არსებულ ცრურწმენებს
ამართლებს და ზოგიერთი უფრო მეტად რწმუნდება მათ სისწორეში.
შავი
კატის გადარბენა, მარილის დაყრა, სარკის გატეხვა ბევრ ადამიანს მიაჩნია
ბევრი უსიამოვნების მომტანად. სიზმრების რწმენაც შეიძლება ცრურწმენად
ჩაითვალოს. ზოგიერთი ადამიანი სიზმრებს თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს
და ამის მიხედვით ხსნის. თუ გავრცელებულ ცრურწმენებს დავუჯერებთ, თმის
შეჭრა და ბანაობა არ შეიძლება ორშაბათს. დაბანა კვირის იმ დღესაც არაა
კარგი, რომელ დღესაც დაიბადე.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ინდოეთში
გველს ყველგან შეხვდებით - ურნაშიც და მდიდრული სასტუმროს ნომერშიც,
მაგრამ მისი მოკვლა აკრძალულია, რადგან წმინდა არსებად მიიჩნევა. ლეგენდის
თანახმად, დემონ მარამ ქარი და წვიმა მოუვლინა ბუდას, რათა მას
ნეტარებისთვის ვერ მიეღწია. კობრა შვიდჯერ შემოეხვია ბუდას ტანზე და დაიცვა
იგი. გველებისადმის პატივისცემის ნიშნად, ინდოელები ღმერთებს გველის
სამკაულით (ყელზე, ფეხზე, მაჯაზე), გამოსახავენ. მათ მიაჩნიათ, რომ
ქალღმერთი მანა ადამიანებს გველის ნაკბენისგან იცავს. ძველად, მის
პატივსაცემად მოწყობილ დღესასწაულებზე, მანას მსხვერპლს სწირავდნენ; ზოგჯერ
- ადამიანებსაც.
გველის მოკვლა დიდ ცოდვად მიიჩნევა. ბრახმანი
მოკლულ ცხოველს სამგლოვიარო მანტრებს უკითხავს და მის სხეულს სარიტუალო
ცეცხლზე წვავენ. გველს ტაძრებს უგებენ, მათზე ლოცულობენ. ოჯახის მფარველად
და გარდაცვლილთა სულებად მიიჩნევენ. ინდოეთის ზოგიერთ სოფელში, კარის ორივე
მხარეს გველის გამოსახულებას დებენ, რათა ცხოველმა ოჯახი უბედურებებისგან
დაიცვას. ზოგიერთებს, ეზოებშიც კი ჰყავთ წმინდა კობრები. თუ ოჯახი
საცხოვრებელ ადგილს იცვლის, გველებიც თან უნდა წაიყვანოს. საოცარია, მაგრამ
გველები პატრონებს არასდროს კბენენ.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
გერმანიის
ეროვნული ნაკრების გუშინდელი მარცხის გამო გერმანელმა ფანებმა რვაფეხა
მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები "dynameet.ru"-ს ბლოგერებმა
გაავრცელეს.
გერმანიის ნაკრების 16 განრისხებული ფანი ოკეანერიუმ
"ობერხაუზენის" იმ დარბაზში შეიჭრა, რომელშიც "წინასწარმეტყველი" რვაფეხა
ბინადრობდა. ზოოპარკის თანამშრომლების მცდელობა, მთვრალი ფანები
შეეჩერებინათ, უშედეგო აღმოჩნდა. ახალგაზრდებმა აკვარიუმი გატეხეს და
რვაფეხა მოკლეს.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ტიბეტელ
ბუდისტთა ლიდერის დალაი ლამას 75-ე დაბადების დღე ინდოეთის ქალაქ
დხარამსალაში ზარ-ზეიმით აღინიშნა. როგორც წესი, თავის იუბილეში დალაი ლამა
არ მონაწილეობს ხოლმე, თუმცა წელს მილოცვები პირადად მიიღო და ათასობით
თავის მიმდევარს სიტყვითაც მიმართა.
”ჩემთვის, როგორც
ბუდისტისთვის, საკუთარი დაბადების დღე - უბრალოდ ახალი დღეა”, - განუცხადა
ტიბეტელთა სულიერმა ლიდერმა გერმანულ გამოცემა Bild-ს. ასეთი თავმდაბლობა
ალბათ იმითაცაა გამოწვეული, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, დალაი-ლამა
113 წელი იცოცხლებს. |
| |
|
|
|
იტალიის
სამხრეთ ნაწილში ინკასატორების ავტომობილი, რომელსაც ლითონის მონეტების
სახით 2 მლნ ევრო გადაჰქონდა, ავარიაში მოყვა. ავტომობილი გადაყირავდა და
მთელი ფული ძირს დაიპნა. თანხა ძირითადად ლითონის 1, ან 2-ევროანებისგან
შედგებოდა, ამიტომ მთელი გზა მონეტებით იყო მოფენილი.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ინგუშეთში
მუსლიმანთა საერთო სახალხო კონფერენციაზე პატარძლის საფასურის გაზრდის
გადაწყვეტილება მიიღეს - ეს არის გამოსასყიდი, რომელსაც საპატარძლოს ოჯახს
უხდიან და ის 40 ათას რუბლს შეადგენს, იტყობინება ИТАР-ТАСС. ბოლო ათი წლის
განმავლობაში პატარძლის გამოსასყიდის ოდენობა არ შეცლილა და ის 12,5 ათას
რუბლს შეადგენდა.
კონფერენციას ინგუშეთის თითოეული დასახლებული
პუნქტის დელეგატები, ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად ქვეყნის
პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევრკუროვი ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ
მხარს უჭერს გამოსასყიდის გაზრდას, თუმცა მან ქორწინების მიზნით გოგონების
გატაცების პრაქტიკა გააკრიტიკა.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
დიზაინერმა სიუზენ როზენმა კომპანია Steinmetz Diamonds-თან ერთად მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საცურაო კოსტუმი შექმნა.
საცურაო
კოსტუმის შესაქმნელად თითქმის საერთოდ არ გამოუყენებიათ ქსოვილი, რადგან
ის, ფაქტობრივად, საიუველირო ნაწარმს წარმოადგენს. ამის შესახებ Pravda.ru
იტყობინება.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
The
Guardian-ის ცნობით, ვიოლინოს, რომელიც 1741 წელს ცნობილმა იტალიელმა
ოსტატმა გვარნერი დელ ჯეზიმ შექმნა, აუქციონზე გამოიტანენ. გვარნერი
სტრადივარისთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ოსტატად ითვლება და მის ვიოლინოზე
ვაჭრობა 18 მილიონი დოლარიდან დაიწყება.
უძვირფასეს ვიოლინოს
სახელი "ვიეტანი" (Vieuxtemps Guarneri) ცნობილი ბელგიელი კომპოზიტორისა და
მევიოლინეს ანრი ვიეტანის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც წარსულში მასზე
უკრავდა.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
ჟურნალმა
Esquire თავის საიტზე ვებ-ბმული "მოლაპარაკე პუტინი" განათავსა, რომელიც
პრემიერ-მინისტრის გამოსვლების ფრაგმენტთა კონსტრუქტორს წარმოადგენს. ამით
საიტის მომხმარებელს საშუალება აქვს, პუტინი სურვილისამებრ ალაპარაკოს.
როგორც
გამოცემაში აცხადებენ, "ეს ერთადერთი ადგილია, სადაც პრემიერ-მინისტრი
ვლადიმერ პუტინი ამბობს სწორედ იმას, რისი გაგებაც მოქალაქეებს მისგან
სურთ".
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
თანამედროვე
ახალგაზრდა თაობას ახალი ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევები აღენიშნება,
რისი მიზეზიც მობილური ტელეფონია. როგორც მეცნიერები ამბობენ, მოზარდებს,
რომლებიც დიდი რაოდენობით მესიჯს აგზავნიან, საავადმყოფოში მოხვედრის დიდი
შანსი აქვთ.
ავსტრალიელი მკვლევარების განცხადებით, SMS-ის
მოყვარულებს შესაძლოა შიშები, არასრულფასოვნების კომპლექსი და მაჯის
გვირაბის სინდრომი განუვითარდეთ.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|
|
მეცნიერებმა
2 მილიარდი წინანდელი გაქვავებული ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა,
ყველაზე ძველ მრავალუჯრედიან ორგანიზმებს უკუთვნის.
აფრიკაში,
გაბონში აღმოჩენილი ნაშთების შესასწავლად მეცნიერებმა კომპიუტერული
ტომოგრაფია, სპექტომეტრიული და ქიმიური ანალიზები გამოიყენეს. შედეგად კი
დაადგინეს, რომ მათ წინაშე უცნობი მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ნაშთები იყო.
სტრესის დასაძლევი საშუალებები იხილეთ სრულიადში...
|
| |
|
|