მთავარი » საინტერესო სტატიები
« 1 2 3 4 ... 15 16 »
ტაივანის ყანებს ჯექსონის საფრთხობელა იცავს


ტაივანის ცენტრალურ ნაწილში, პროვინცია ჩან-ხუას ყანებში საფრთხობელები დგას, რომელთა დანახვაზე ადამიანს მაიკლ ჯექსონი გაახსენდება. ტაივანელი გლეხები ყველაზე "დამაფრთხობლად" კლიპ Thriller-ში ჯექსონის ჩაცმულობას მიიჩნევენ და საფრთხობელებს თეთრი ხელთათმანებითა და  შავი შლაპებით  მოსავენ.



by:Nikolozi


Christie-ის აუქციონზე თოჯინა ბარბი ნახევარ მლნ დოლარად იყიდება
Christie-ის აუქციონზე თოჯინა ბარბი გამოიტანეს, რომლის საწყისი ფასი 300-500 ათასი დოლარია, იტყობინება "ასოშიეითიდ პრესი".

თოჯინა, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობს, იტალიელი იუველირის სტეფანო კანტურის მიერ შექმნილი ერთკარატიან ბრილიანტის ყელსაბამთან ერთად იყიდება.

აუქციონი 20 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიმართება. ბარბის გაყიდვიდან მიღებული თანხა კი ფონდში გადაირიცხება, რომელიც მკერდის კიბოს იკვლევს (The Breast Cancer Research Foundation).


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


რუსი ჟურნალისტების ახალი თაობა პუტინისთვის იხდის
ინტერნეტში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინის დაბადების დღის მისალოცი ეროტიკული კალენდარი გამოჩნდა. 2011 წლის კალენდარს Happy Birthday, Mr Putin! ჰქვია და ის პირველად მოძრაობა "Наши"-ის პრესმდივანმა კრისტინა პოტუპჩიკმა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა.

ეროტიკული კალენდრისთვის ფოტოგადაღებაში მონაწილეობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის 12-მა სტუდენტმა გოგონამ მიიღო, რომლებმაც რუსეთის პრემიერს 58-ე დაბადების დღე საცვლებისამარა მიულოცეს.



by:Nikolozi


აფრიკაში მწეველი შიმპანზე მოკვდა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ბლუმფონტეინში, 52 წლის ასაკში შიმპანზე, მეტსახელად ჩარლი, მოკვდა. ჩარლი მწეველი იყო, ცხოველი სიგარეტს ადამიანივით ეწეოდა, იტყობინება სააგენტო "ფრანს-პრესი".

ჩარლის სიკვდილის მიზეზს გაკვეთა დაადგენს. პრიმატი გამუდმებით ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და პრეპარატებს იღებდა. ავადმყოფობდა თუ არა ცხოველი მოწევასთან დაკავშირებული რაიმე დაავადებით, ჯერჯერობით უცნობია.

შიმპანზეების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 40-50 წელია.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


МГУ-ს სტუდენტებმა პუტინისთვის ალტერნატიული კალენდარი მოამზადეს
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა ვლადიმერ პუტინის დაბადების დღისთვის გამოქვეყნებული ეროტიკული კალენდრის საპასუხოდ ალტერნატიული კალენდარი გამოაქვეყნეს. ამის შესახებ საკუთარ ბლოგში პროექტის ერთ-ერთი მონაწილე "iz-anderson"-ი წერს.


ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


პაპუა-ახალ გვინეაში 200 უცნობი ცხოველი და მცენარე აღმოაჩინეს
ბიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა პაპუა-ახალ გვინეაში სამეცნიერო ექსპედიციის დროს უჩვეულო ჯიშის ფრთოსანი, თეთრკუდიანი თაგვი, ყვითელი ბაყაყი და ცხოველთა და მცენარეთა კიდევ მრავალი ახალი სახეობა აღმოაჩინეს, იტყობინება "Daily Mail"-ი.



by:Nikolozi


პუტინს საჩუქრად პოლიტიკურ კალენდარზე მეტად ეროტიკული მოეწონა
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების საჩუქრები - პოლიტიკული და ეროტიკული კალენდრები შეაფასა. როგორც მთავრობის მეთაურის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, პუტინს სიურპრიზების შესახებ დაწვრილებით მოახსენეს. პრემიერს შავებში ჩაცმული სტუდენტების მწვავე შეკითხვებზე მეტად ნახევრად შიშველი სტუდენტები მოსწონებია, რომლებიც მას სიყვარულს უხსნიდნენ.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


ბედნიერების შესახებ 20 წიგნის ავტორმა თავი მოიკლა
ცნობილმა სამხრეთკორეელმა ტელეწამყვანმა და ბედნიერების შესახებ მრავალი წიგნის ავტორმა, 63 წლის ჩხვე იუნ ხიმ, 72 წლის მეუღლესთან ერთად თავი მოიკლა.

ჩხვე იუნ ხის თანამედროვეები მეტსახელად "ბედნიერების მქადაგებელს" უწოდებდნენ, რადგან თანამემამულეებს მუდამ საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრებისა და სიცოცხლით ტკბობისკენ მოუწოდებდა. ჩხვე იუნ ხიმ ბედნიერების  შესახებ 20 წიგნი დაწერა, წერს AFP.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


ტურისტულმა კოსმოსურმა ხომალდმა პირველი ფრენა შეასრულა
10 ოქტომბერს კომპანია Virgin Galactic-ის ტურისტულმა კოსმოსურმა მოხალდმა SpaceShipTwo-მ პირველი დამოუკიდებელი ფრენა შეასრულა.

საცდელმა ფრენამ, რომელიც სამხრეთ კალიფორნიაში მოჰავეს უდაბნოს თავზე შესრულდა, 25 წუთს გასტანა. კოსმოსურმა ხომალდმა, რომელიც 13 ათას მეტრ სიმაღლეზე რაკეტმზიდმა აიყვანა, 11 წუთი დამოუკიდებლად იფრინა და დანიშნულების ადგილზე დაბრუნდა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


მეცნიერებმა იუმორის გრძნობის ”ვარგისიანობის ვადა” შეისწავლეს
გლამორგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბრიტანელთა იუმორისადმი დამოკიდებულება შეისწავლეს. მათი თქმით, ადამიანს მხიარული განწყობა 52 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად უქრება. 

კვლევების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სამყაროს ღიმილით აღქმა ასაკთან პირდაპირ კავშირშია. თუ ბრიტანელი ბავშვები დღეში საშუალოდ 300-ჯერ იცინიან, 19 წლამდე ყმაწვილების შემთხვევაში, ეს რაოდენობა 6-ს აღარ აღემატება. 20 წლის ასაკის ზღურბლზე ბრიტანელები დღის განმავლობაში, საშუალოდ, მხოლოდ 4-ჯერ იცინიან.



by:Nikolozi


კადიროვმა ”პუტინის შადრევნის” გახსნის ცერემონიაზე ცეკვა-თამაში არ დაიკლო
7 ოქტომბერს გროზნოში აჰმატ-ჰაჯი კადიროვის სახელობის მოედანზე მუსიკალური შადრევანი გაიხსნა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის სახელს ატარებს. 

შადრევნის გახსნის საზეიმო ცერემონიაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვიც მონაწილეობდა. მისი თქმით,  ამ შადრევნით ის თავის კერპს, ვლადიმირ პუტინს 58-ე დაბადების დღეს ულოცავს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჩეჩენთა ლიდერმა შადრევნის გარშემო თავისი ქორეოგრაფიული შესაძლებლობები წარმოაჩინა და ცეკვა-თამაში არ დაუკლია. 



by:Nikolozi


"ტიტულოვანი" უინსტონ ჩერჩილი
უინსტონ ჩერჩილი - ლორდი, მებრძოლი და პოლიტიკოსილორდი, სტრატეგი, პოლიტიკოსი, ორატორი, მხატვარი, მწერალი (თანაც ნობელის პრემიის ლაურეატი), სპორტსმენი - ეს ყველა "ტიტული" ერთ ადამიანს ეკუთვნის...

45 წლის წინ გარდაიცვალა კაცი, რომელმაც საკმაოდ დიდხანს - 90 წელიწადს კი იცოცხლა, მაგრამ სხვას, ალბათ, არც 190 წელი ეყოფოდა იმ საქმეთა საკეთებლად, რომელიც ამ მართლაც გენიოსმა მოასწრო. არადა, დიდგვაროვანი ბებია "უდღეურს", "უვარგისს" ეძახდა და მასწავლებლებიც, მისთვის გაკვეთილების ახსნის ნაცვლად, უფრო ხშირად, მოსწავლის ცემა-ტყეპით იყვნენ დაკავებულები. თუმცა მოდით, თანმიმდევრულად მოვყვეთ:

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi


სტრიპტიზკლუბი სკოლის შენობაში
თბილისის ცენტრში (კოსტავას ქ. 34ა) მდებარე პრესტიჟული კერძო სკოლა "NK"-ს შენობაში სტრიპტიზკლუბი "დივა" განთავსდა. როგორც ამ სასწავლებლის ვებგვერდზეა მითითებული, საერო მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი (National Knowledge) ვერის პარკში მდებარეობს, იდეალურ გარემოში, როგორც ეკოლოგიური, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი თვალსაზრისით.

ერთ "მშვენიერ დღეს" სკოლის დირექციამ აღმოაჩინა, რომ ამავე სკოლის შენობაში სტრიპტიზკლუბი (მას შესასვლელი მეორე მხრიდან აქვს) შესახლებულა და ღამით, როცა სკოლაში მუშაობა მთავრდება, სტრიპტიზკლუბი ამოქმედდება ხოლმე.

პიროვნებამ, რომელმაც თავი სკოლის დირექციის წარმომადგენლად წარმოგვიდგინა და ვინაობის გამხელა არ ისურვა, გაღიზიანებულმა განგვიცხადა, ამ საკითხზე სკოლის ადმინისტრაცია კომენტარს არ გააკეთებს, განათლების სამინისტროს პრესცენტრი გაგცემთ ზუსტ პასუხსო.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


Youtube - ს ისტორია
იუთუბი დააარსა PayPal-ის ყოფილმა სამმა თანამშრომელმა: ჩად ჰარლიმ, სტივ ჩენიმ და ჯოუდ კარიმიმ. ჰარლი სწავლობდა დიზაინს პენსილვანიის ინდიანას უნივერსიტეტში, ხოლო ჩენი და კარიმი ერთად - საინფორმაციო მეცნიერებას ილინოისის უნივერსიტეტი ურბანას დაბლობში[4].

მედიაში გავრცელებული ცნობით, ჩად ჰარლიმ და სტივ ჩენმა იუთუბის შექმნის იდეა 2005 წლის დასაწყისში დაამუშავეს, ინსპირატორი აღმოჩნდა სან ფრანცისკოში ჩენის დაბადების დღის წვეულების სადილზე გადაღებული ვიდეოს გავრცელების პრობლემა. ჯოუდ კარიმი არ ესწრებოდა წვეულებას და უარყობს ყოველივეს. ჩად ჰარლის კომენტარით: იდეა იმისი, რომ იუთუბი შეიქმნა სადილის შემდეგ, „შეიძლება იყოს ძალიან გაზვიადებული მარკეტინგული თვალსაზრისით,
ადვილად გადასაყლაპი ისტორიის შექმნისას".
იუთუბმა მოღვაწეობა თავდაპირველად $11.5 მილიონიანი კაპიტალდაბანდებით დაიწყო, რომელიც გამოყო სექვოია კაპიტალმა 2005 წლის ნოემბრიდან2006 წლის აპრილამდე პერიოდში. იუთუბის ადრინდელი სათაო ოფისი განთავსებული იყო პიცერიისა და იაპონური რესტორნის თავზე სან მატეოში, კალიფორნია. დომენური სახელი „www.youtube.com" 2005 წლის 15 თებერვალს გააქტიურდა და მომდევნო რამდენიმე თვეში ჩამოყალიბდა ვებ-გვერდიც. პირველი ვიდეო იუთუბზე იყო სახელად „Me at the zoo" („მე ზოოპარკში"), რომელიც გვიჩვენებს თანადამაარსებელს ჯიუდ კარიმს სან დიეგოს ზოოპარკში. ვიდეო აიტვირთა 2005 წლის 23 აპრილს და დღესაც
შესაძლებელია მისი ნახვა საიტზე.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile