ცნობილმა სამხრეთკორეელმა ტელეწამყვანმა და ბედნიერების შესახებ მრავალი წიგნის ავტორმა, 63 წლის ჩხვე იუნ ხიმ, 72 წლის მეუღლესთან ერთად თავი მოიკლა.
ჩხვე იუნ ხის თანამედროვეები მეტსახელად "ბედნიერების მქადაგებელს" უწოდებდნენ, რადგან თანამემამულეებს მუდამ საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრებისა და სიცოცხლით ტკბობისკენ მოუწოდებდა. ჩხვე იუნ ხიმ ბედნიერების შესახებ 20 წიგნი დაწერა, წერს AFP.
მწერალმა სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელშიც წერს, რომ ორი წლის წინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ის ფილტვებისა და გულის დაავადებით იტანჯებოდა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ მწერალს თვითმკვლელობაში მეუღლე დაეხმარა. ხოლო შემდეგ თავადაც თავი მოიკლა. მათი გვამები სასტუმროს ნომერში აღმოაჩინეს.
მომზადებულია AFP-ს მიხედვით.