მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » რუსი ჟურნალისტების ახალი თაობა პუტინისთვის იხდის
3:56 PM
რუსი ჟურნალისტების ახალი თაობა პუტინისთვის იხდის



ინტერნეტში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინის დაბადების დღის მისალოცი ეროტიკული კალენდარი გამოჩნდა. 2011 წლის კალენდარს Happy Birthday, Mr Putin! ჰქვია და ის პირველად მოძრაობა "Наши"-ის პრესმდივანმა კრისტინა პოტუპჩიკმა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა.

ეროტიკული კალენდრისთვის ფოტოგადაღებაში მონაწილეობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის 12-მა სტუდენტმა გოგონამ მიიღო, რომლებმაც რუსეთის პრემიერს 58-ე დაბადების დღე საცვლებისამარა მიულოცეს.

ეროტიულ ფოტოებს თან ახლავს საკმაოდ გულახდილი წარწერები: "ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თქვენ საუკეთესო ხართ!", "ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, მე თქვენ მჭირდებით!" კალენდარი უკვე იყიდება მოსკოვის ჰიპერმარკეტებში.

You must have Flash Player installed in order to see this player.
კალენდრის პროდუსერი ვლადიმერ ტაბაკი პოლიტიკურ შეკვეთას გამორიცხავს: "რა თქმა უნდა, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩისადმი ჩვენ ყველა სიმპათიით ვართ განწყობილნი, მაგრამ ამით არავის არაფრისკენ მოვუწოდებთ. უბრალოდ, მყვირალა პროექტი გავაკეთეთ და ვიდემოვნებთ, რომ პუტინს მოეწონება".






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1196 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: რუსი ჟურნალისტების ახალი თაობა პუტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar